„მზიურთან“ ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

გუშინ, ვაკეში, „მზიურის“ პარკთან მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენი, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

„მზიურთან“ ბიზნესმენი დაჭრეს

 

მსგავსი თემები