,,რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს”- ოლაფ შოლცი

,,რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს, დროა, რეგიონული კონფლიქტები გადავლახოთ,”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილია.

„რუსეთის სასტიკი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ჩვენ, ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს. მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ბერლინში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე.

 

 

მსგავსი თემები