ბრიტანეთში არ გამორიცხავნ, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან მორიგ საფრთხეს ელოდება. საუბარია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მოსალოდნელ თავდასხმაზე. აღნიშნული განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

როგორც ჯეიმს კლევერლი აცხადებს, არის მოლოდინი, რომ უკრაინიდან გატანილი ტვირთის გასანადგურებლად, რუსეთმა იერიში სამოქალაქო გემებზეც მიიტანოს.

„ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებას დაუბრუნდეს”, – აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა უკრაინიდან მარცვლეულის დერეფანი ჩაკეტა.

მსგავსი თემები