,,ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული – რეალური ოლიგარქი კეზერაშვილია”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას დეოლიგარქიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი. „რახან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი მემგონი ორი წლის წინ მიიღო უკრაინამ, და ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება. ამიტომ, უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, რატომ არ გვჭირდება, ვერ ვხვდები. დეოლიგარქიზაციის შესახებ…

მეტი...

,,რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება”- კახა კალაძე

„დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ შევუერთდით სანქციებს“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს. როგორც მან მედიასთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალთან წინააღმდეგობაში არ მოდის. „საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი ანდა ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში…

მეტი...

,,ევროკავშირი ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირი, მაგალითად, ვისთანაც მე პირადად, მქონდა პატივი, მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ალტერნატივების დანახვას და ახალი ბაზრების მოპოვებას სჭირდება დრო. „ევროკავშირი, მაგალითად, ვისთანაც მე პირადად, მქონდა პატივი, მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“- ირაკლი ღარიბაშვილი

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში. კითხვაზე: „თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ მაშინ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ევროპულ ინტერესში შედის”- კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. „საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მეტი...

,,ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას რომელიმე მხრიდან, რომ ომი გაჩერდეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან რაიმე ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, 2008 წლის ომის დროს, მსოფლიო ვერ ფიქრობდა, თუ რამდენად სერიოზული იყო ეს ომი. ,,ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამი ომი გვქონდა. 90-იანი წლების დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ, შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და შემდეგ 2008 წელს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო ეს საკითხი. ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. მაგალითად, დღეს გვეკითხებიან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე,…

მეტი...

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. ,,მიზეზი მე მგონი ყველამ იცის, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა?  და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომ ყოფილიყო  2008 წელს, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ომი თავიდან აეცილებინათ. აღნიშნულის შესახებ პრემირმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. „არ მინდა დეტალებზე საუბარი, საუბარი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მლნ მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, როცა არ გააჩნია…

მეტი...

დედა-შვილი თოკით დააბეს და ძვირფასეულობა გამოსძალეს – ყაჩაღობა ქობულეთში

ქობულეთში, დედა-შვილი თოკით დააბეს და ძვირფასეულობა გამოსძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ 25” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ აჭყვისთავში მოხდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

მეტი...

,,კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ”კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო.” უწყების ცნობით, შეტევაში რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული და ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ,,დღეს დილით კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო. შეტევაში რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. ყველა მტრის დრონი განადგურდა. მათგან სამი ელექტრონულმა ომმა ჩაახშო, დაკარგეს კონტროლი და გადაუხვიეს დანიშნულ მიზნებს,”- ნათქვამია განცხადებაში. ,,უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში”- მოსკოვის მერი

მეტი...

უკანონოდ დაეუფლა 3 500 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს – დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს. ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს მოქალაქეებს ლევან პეტრიაშვილსა და არჩილ ბასანიძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს კი მისი მეგობარი,  სოფელ მეღვრეკისის მვიდრი არჩილ ბასანიძე დააკავეს. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში.

მეტი...

მაჯორეს ტბაზე ნავი ჩაიძირა – დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან

ჩრდილოეთ იტალიაში, მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან. მსხვერპლთა შორის არის ასევე ნავის კაპიტნის ცოლი, რუსეთის მოქალაქე, 50 წლის ქალი. ცნობისთვის, ნავი, რომლის ბორტზეც 20-ზე მეტი ტურისტი და ეკიპაჟი იმყოფებოდა, ძლიერი ქარის შედეგად გუშინ ჩაიძირა. იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნავში დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. იტალიაში, მაჯორეს ტბაში ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

მეტი...

,,მოსკოვი არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, სანამ არ ეცდება ომის მოგებას”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი პროგნოზირებს რუსეთის ახალ სამხედრო შეტევას უახლოეს თვეებში. ,,არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს უკრაინაში”, – განაცხადა  ბორელმა. მისი თქმით, მოსკოვი არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ომის მოგების გარეშე. ,,მან (პუტინმა) ერთხელ სცადა და ვერ შეძლო”, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება დაიპყროს უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია მნიშვნელოვანი დანაკარგია. “მას ჯერ კიდევ აქვს ძალა, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ იგი”, – დასძინა ბორელმა. ბორელმა ისაუბრა სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ევროპის…

მეტი...

,,უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში”- მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქზე დღეს დილით განხორციელებული დრონებით თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში. სობიანინი მოსახლეობას მოუწოდებს ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ,,დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში. შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. ისინი არკვევენ მომხდარის გარემოებებს. ამ დრომდე სერიოზულად არავინ დაშავებულა,”- აცხადებს მოსკოვის მერი. აფეთქება მოსკოვში – საცხოვრებელ კორპუსს სავარაუდოდ, დრონი შეეჯახა

მეტი...

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა – ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მეუღლეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ…

მეტი...

,,მეამაყება, რომ პროკურატურა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. „მეამაყება, რომ ჩვენი პროკურატურა სწორედ ასეთ – თანამედროვე, ანგარიშვალდებულ, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მადლობას გიხდით იმ უდიდესი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ეწევით, და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ”, –  აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

აფეთქება მოსკოვში – საცხოვრებელ კორპუსს სავარაუდოდ, დრონი შეეჯახა

აფეთქება მოსკოვში –  საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად აფეთქება მოხდა. რუსული ტელეგრამ არხი “ბაზას” ინფორმაციით, აფეთქება დაახლოებით დილის 4 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის 25-ე სართულზე მოხდა. მათივე ცნობით, აღნიშნული სახლის მაცხოვრებლების მიერ ნაპოვნია დრონის ფრთის მსგავსი ფრაგმენტი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

საჰაერო იერში კიევზე – არის მსხვერპლი

30 მაისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე 20-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს. ღამით საჰაერო იერიში განხორციელდა ჰაერზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევსკის რაიონში დაზიანებულია და ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი,  ჰოსპიტალიზებულია ოთხი. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ. ადმინისტრაციის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურები ყველა ადგილზე მუშაობენ, მიმდინარეობს მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ მონაცემების განახლება და დაზუსტება.

მეტი...

,,სოსო ჯაჭვლიანი ძალიან ცუდადაა და თურქეთში უნდა გადაიყვანონ”- დავით ლორთქიფანიძე

სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ”მედიაცენტრ მთავარს” სოსო ჯაჭვლიანის მეგობარმა დავით ლორთქიფანიძემ განუცხადა. ,,სოსო ძალიან ცუდადაა მაგრამ გადარჩენას ეუბნებიან და თურქეთში უნდა გადაიყვანონ უმოკლეს დროში. …უკაცრავად,იმდენი. გამოხმაურება იყო ეტყობა ვერ დავაფიქსირე,”- განუცხადა დავით ლორთქიფანიძემ ”მედიაცენტრ მთავარს”. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. სოსო ჯაჭვლიანი  არ გარდაცვლილა,  ცოცხალია

მეტი...