,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

,,მიზეზი მე მგონი ყველამ იცის, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა?  და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები