საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები “ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის  გუნდს უპირისპირდება. მატჩი ტირანაში მიმდინარეობს.  ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. “ჩამოვფრინდით ალბანეთში, რომ ჩვენმა ბიჭებმა მარტო არ იგრძნონ თავი”- საქართველოს ნაკრების ქომაგები

მეტი...

“ჩამოვფრინდით ალბანეთში, რომ ჩვენმა ბიჭებმა მარტო არ იგრძნონ თავი”- საქართველოს ნაკრების ქომაგები

ირანაში გასამართი მატჩის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩს  100-ზე მეტი ქართველი ქომაგი დაესწრება. ისინი, თამაშ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სტადიონთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლო სამზადისს გადიან, თუ როგორ უნდა უგულშემატკივრონ ქართველ ფეხბურთელებს. “ამაღლებული განწყობა გვაქვს, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით აქ, სპეციალურად ამ მატჩისთვის ჩამოვფრინდით ალბანეთში, რომ ჩვენმა ბიჭებმა მარტო არ იგრძნონ თავი, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რიცხობრივად ნაკლები ვიქნებით, მაინც შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს გავაგონოთ ჩვენი ხმა და კიდევ უფრო მეტი…

მეტი...

კიევი თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტას განიხილავს

კიევში აცხადებენ, რომ უკრაინა განიხილავს თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტას, თუ რუსეთი ირანის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამის შესახებ მედიასთან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ ისაუბრა. „შემიძლია ვთქვა, რომ განხილვის საგანია ყველა ვარიანტი, მათ შორის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ეს გადაცემა თუ მართლაც მოხდა და მათი გამოყენების ფაქტი თუ დაფიქსირდება, დამიჯერეთ, როგორც კი მოხდება, ეს საჯარო გახდება, მაშინ იქნება შედეგები. სიტუაცია, რომელიც ამჟამად ვითარდება, სრულიად მიუღებელია უკრაინისთვის. უკრაინამ გამოხატა მკაცრი პოზიცია, რომ ამას დამანგრეველი შედეგები ექნება უკრაინა-ირანის ურთიერთობებისთვის“- აღნიშნა ტიხიმ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს…

მეტი...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ სიაში შევიდა ირანისა და რუსეთის ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი, ასევე ოთხი გემი, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს აწვდიდა იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს. პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა სამი ორგანიზაცია და განკარგულება გასცა ხუთი გემის კონფისკაციაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში.  

მეტი...

“საქართველოს სპორტი არ სჭირდება?”- გია ვოლსკის პასუხი თუ რატომ მოხვდნენ სიაში სპორტსმენები

“ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს პროგრამაში” – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იმის შესახებ საუბრისას, თუ რატომ მოხვდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში სპორტსმენები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. „ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ ამა თემას აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია შესძინონ. საქართველოს სპორტი არ სჭირდება და კულტურა არ სჭირდება? – თუ ეს დარგი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ არაფერი აღარ სჭირდება, რომ აღარ არის საჭირო არც სპორტსმენი, არც გამოჩენილი ადამიანი, თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამომხატავი? სპორტსმენებთან დაკავშირებით არის წარმოდგენა, რომ თითქოს, მან მარტო სპორტი იცის ან მარტო სიმძიმის აწევა, ჭიდაობა თუ…

მეტი...

“ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ”- ზელენსკი

ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მოვისმინე, დაზვერვის ანგარიშები – დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის – დაწვრილებით უკრაინის ხელთ არსებული შესაძლებლობების, ასევე საფრთხეების შესახებ. ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ – იმდენად მკაცრად, როგორც ეს საჭიროა უკრაინისთვის. მინდა ახლა ყველას ვუთხრა მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ რამენაირად სურს პუტინის დახმარება: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის ძლიერი პასუხებისთვის ომის გაჩაღებაზე ან ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე” – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ალბანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობა ასე გამოიყურება: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია (კაპიტანი), დვალი,ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. პირველ ტურში საქართველომ საკუთარ მოედანზე ჩეხეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა.  

მეტი...

“ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს”- გენო პეტრიაშვილი

“ძალიან ბევრი ემოცია შევძინე გულშემატკივარს, ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს” – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა. “თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, უბრალოდ, ახლა მაქვს პერიოდი, რომ ტრავმები მოვიშუშო. პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, რომ ჩემ გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპა მშვიდობით და…

მეტი...

“უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს”- დენის შმიგელი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს. “ჩვენი მიზანი ამბიციურია – გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის ბოლომდე, მაგრამ ზოგადად, სტრატეგიულად, გვესმის, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ოჯახი ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვცელდება. „მეგობრებო! გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი მეგობრის, ნელიკო მაჩაიძის მოძებნაში. 24 საათზე მეტია არ გამოსულა კონტაქტზე, ტელეფონი გათიშული აქვს. მსგავსი რამ მას არ ახასიათებს, ამიტომაც ოჯახი და ახლობლები ძალიან ღელავენ. ბოლოს მისი ტელეფონი დაფიქსირდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რის შემდეგაც კვალი დაიკარგა. პოლიცია საქმის კურსშია და როგორც ამბობენ ყველაფერს აკეთებენ მის მოსაძებნად, თუმცა ახლანდელი პოლიციის იმედი ძალიან რთულია რომ ბოლომდე გქონდეს. თუკი ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას, ძალიან გთხოვთ დაუკავშირდით მის დას. ტელ: 555 51 81 04 – ია მაჩაიძე“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების ფარგლებში, ბრიტანეთის ე.წ. შავ სიაში ათი ახალი ჩანაწერი გაჩნდა, მათ შორის სანქციები დაუწესდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს. ასევე ნუსხაში შეიყვანეს რუსეთის უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრი და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობა. რუსეთის უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრი პასუხისმგებელია რუსეთის არმიისთვის დრონების მიწოდებაზე, მათ შორის, იმათზეც, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოიყენება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა კონკრეტული სანქციები რამდენიმე ირანელი პირის წინააღმდეგ, რომლებიც, მათი თქმით, ჩართული იყვნენ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაში, მათ შორისაა ირანელი…

მეტი...

“აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ”- ელისაშილი

„ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე – აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ. “ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება,…

მეტი...

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ასეთია: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა. საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

მეტი...

ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. რაც შეეხება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ის სიის პირველი ნომერია. როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ვინ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი?!

მეტი...

ვინ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი?!

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომრი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პარტიის 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენენ. როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.   ლაშა ტალახაზე “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიშია

მეტი...

ლაშა ტალახაზე “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიშია

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიშია. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.

მეტი...

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვევიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვევიან. ამის შესახებ ბლინკენმა და ლემიმ ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. “რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ტონი [ენტონი ბლინკენი] და მე კიევში ამ კვირაში ჩავალთ. მსგავსი ტიპის პირველი ერთობლივი ვიზიტი იქნება ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. უახლოესი მოკავშირეები ვართ, ასე რომ მოხარული ვარ, რომ ერთად ჩავალთ და უკრაინისადმი ჩვენი ერთგულების დემონსტრირებას მოვახდენთ” – განაცხადა ლემიმ. უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც ისაუბრა.

მეტი...

ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, მეხის ჩამოვარდნის დროს ისინი ტყეში იმყოფებოდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა პირდაპირი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ. “საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მკაცრად გმობენ ირანის მიერ გადაცემასა და რუსეთის მიერ ირანული ბალსიტიკური რაკეტების შეძენას. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის ირანის სამხედრო დახმარების მეტი ესკალაციაა და შედეგად მოყვება, რომ ირანული რაკეტები ევროპულ მიწას მიწვდება, რაც უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაზრდის. ეს ირანისა და რუსეთის ესკალაციის აქტია, და ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. E3 [დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია] პირადად და საჯაროდ ნათლად ამბობდა, რომ [რაკეტების] გადაცემის შემთხვევაში ახალ და…

მეტი...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კიევში ჩავიდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი კიევში ჩავიდა. ხანმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან ერთად კიევში ბავშვთა საავადმყოფო მოინახულა, რომელიც რუსებმა 8 ივლისს დაბომბეს. „დანაშაულები ჩადენილი ბავშვების წინააღმდეგ და თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნავენ ჰააგის სასამართლოში.

მეტი...

,,მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ” – ზურაბიშვილი

,,მმართველი პარტია დასუსტებულია. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ,,მმართველი პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია. გამოკითხვების მიხედვით, ისინი 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა ევროპისკენ სწრაფვაში მტკიცე რჩება, იმ დონემდე, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწია, თავისი ლოგოსთვის გადაეხედა და საარჩევნო პლაკატად ისეთი სიმბოლო აერჩია, რომელიც მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან აერთიანებს”, – თქვა პრეზიდენტმა.

მეტი...

,,რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის” – ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კონგრესში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებს ეხმიანება, სადაც მთავარი მომხსენებელი ეკა გიგაური იქნება. მისი თქმით, უმეცრების დემონსტრირებაა, ამერიკელებს ეკა გიგაური ქართველი ხალხის წარმომადგენელი რომ ჰგონიათ და ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ამ ე.წ მოდელირებული სადამსჯელო სასამართლოებით, არჩევნებზე მოახდენენ გავლენას. „რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა, სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, “უსამშობლოებს” რატომ გვეძახიანო. ცალკე უმეცრების დემონსტრირებაა, ამერიკელებს, რომ გიგაური ჰგონიათ ქართველი ხალხის წარმომადგენელი, რუდუნებით მოუსმენენ და ცალკე, ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ამ ე.წ მოდელირებული სადამსჯელო სასამართლოებით, არჩევნებზე…

მეტი...

,,მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს” – ზურაბიშვილი

,,მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Figaro-სთან ინტერვიუში საუბრობს და პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი მანდატის ამოწურვის შემდეგ. ,,მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, მომლაპარაკებელი ვიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

სან სუ სი, მემორიალური ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში (VIDEO)

მეტი...

,,დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება” – ილონ მასკი

,,დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები ,,აღარ გაიმართება,” – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის ლიდერები აშშ-ში მყოფი 15 მილიონი მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას და კიდევ ათეულობით მილიონი მიგრანტის ჩაყვანას გეგმევან. „დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა ლიდერის საჯაროდ გაცხადებული მიზანია დაახლოებით 15 მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაცია, რაც შეიძლება მალე, ასევე კიდევ ათეულობით მილიონის შემოყვანა. ეს დაუყოვნებლივ გადააქცევდა ყველა მერყევ შტატს „ლურჯად“, (დემოკრატების მხარდამჭერად), ისევე როგორც მოხდა კალიფორნიაში 1986 წლის ამნისტიით. ეს ამერიკას მუდმივ ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს. ეს იქნება ბოლო ნამდვილი…

მეტი...

სოკ-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შეიმუშავა აპლიკაცია, რომელიც სპორტისთვის ნიჭიერ ბავშვებს შეარჩევს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) შექმნა აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პოტენციურად ნიჭიერი სპორტსმენი ბავშვების გამოვლენას. გამოცემა Aftonbladet-ის ცნობით, მშობლებს შეეძლებათ აპლიკაციაში ჩატვირთონ ვიდეო, რომელშიც ბავშვი სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებს. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ანალიზს ჩაატარებს და თუ მიიჩნევს, რომ ბავშვი ნიჭიერია, ინფორმაციას გაგზავნიან ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტში. იქ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩართონ თუ არა ბავშვი სპორტის კონკრეტულ სახეობაში და განვითარების პროგრამაში. აღნიშნავენ, რომ აპლიკაციას ტესტავდნენ სენეგალში, სადაც 2026 წელს იუნიორთა ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაჩნდება ეს სერვისი სხვა ქვეყნებში.

მეტი...

საბურთალოზე მოზარდს, „ტიკტოკის“ გადაღების დროს, თავში კორპუსიდან გადმოგდებული საფერფლე მოხვდა

საბურთალოზე, მოზარდს „ტიკტოკის“ გადაღების დროს თავში კორპუსიდან გადმოგდებული საფერფლე მოხვდა. შემთხვევა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა, სადაც გოგონები „ტიკტოკის“ ვიდეოს იღებდნენ. უცნობია, ვინ ისროლა ნივთი კორპუსიდან. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მეტი...

ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვადნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მეტი...

ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს

ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. შეზღუდვის დაწესების მიზეზი მოზარდებში სოციალური მედიის ხშირი გამოყენებით გამოწვეული მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებია. ჯერჯერობით უცნობია ასაკის შეზღუდვისას რა იქნება მინიმალური ასაკი, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მინიმალური ასაკი 14-16 წელს მოიცავს. „მინდა, ვხედავდე ბავშვებს, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები ელექტრონულ მოწყობილობებზე, ვნახო ისინი საფეხბურთო მოედნებზე, აუზებსა და ჩოგბურთის მოედნებზე. გვინდა, რომ მათ რეალური გამოცდილებები ჰქონდეთ, რეალურ ადამიანებთან, რადგან ვიცით, რომ სოციალური მედია სოციალურ ზიანს იწვევს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესამ. ავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.

მეტი...

598 საარჩევნო უბანზე ხვალ იმიტირებული არჩევნები გაიმართება

ქვეყნის მასშტაბით, ხვალ, 11 სექტემბერს იმიტირებული არჩევნები გაიმართება. საქართველოს 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ელექტრონული არჩევნები 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. იმიტირებული კენჭისყრის დროს, ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს. ,,ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრის პროცესი, ხვალ, 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას, ისინი ასევე…

მეტი...

,,აქ მოსაგებად ჩამოვედით” – ქართველი ფეხბურთელები პრინციპული მატჩისთვის ემზადებიან

რამდენიმე საათი საქართველო-ალბანეთის შეხვედრამდე. მატჩი ტირანაში 22:45 დაიწყება. მატჩს ალბანეთის დედაქალაქში ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრებიან. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულია, რადგან ორივემ ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4-1 სძლია, ალბანეთმა კი უკრაინას 2-1 მოუგო. გამარჯვებული ჯგუფში ლიდერი გახდება, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ლუკა ლოჩოშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრები მოსაგებად არის ჩასული. ,,დაძაბული ბრძოლა უნდა იყოს, რადგან ისინი სახლში ძალიან კარგად თამაშობენ. ჩვენ ისინი შევისწავლეთ და მაქსიმუმს ვეცდებით. აქ მოსაგებად ჩამოვედით,” – აცხადებს ლოჩოშვილი. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული…

მეტი...

,,ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც” – სანიოლი

,,ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან”, – განაცხადა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ გუნდისა და ჯვაროსნების წინა შეხვედრაც გაიხსენა. „ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, –…

მეტი...

ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

ფიზიკური დაპირისპირება იყო რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კონფლიქტში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე. კამათის მოტივი სასულიერო პირების ქუთაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა. საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს. არსებული ინფორმაციით, მღვდელმთავარმა იოანემ ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლებში გადაყვანილი სასულიერო პირები ტაძარში დაიბარა, მხარეებს შორის საუბარი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ,,ტელეფონით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერ გეტყვი ირაკლი ვერაფერს, ასე ტელეფონით ვერ ავხსნი ვერაფერს”, – ამბობს მამა იაკობ სებისკვერაძე. მამა მატათა ამბობს, რომ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ აქვს: ,,რამდენიმე ადამიანმა დამირეკა ამის შესახებ,…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 167-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 167-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

მეტი...

კახეთის პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ვ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ,,სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

შოიგუს განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სამან უკრაინელები კურსკის ოლქიდან არ გავლენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შიგუს განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სანამ უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქიდან არ გავლენ. ,,მანამ, სანამ ჩვენ უკრაინელებს ჩვენი ტერიტორიიდან არ გავაგდებთ, რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკებების წარმართვას არ ვაპირებთ“, – თქვა შოიგუმ. ის აგრეთვე უკრაინის ხელისუფლებას კურსკის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებით მანიპულაციაში ადანაშაულებს და მას ბირთვულ ტერორს უწოდებს.

მეტი...