,,მეამაყება, რომ პროკურატურა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია.
„მეამაყება, რომ ჩვენი პროკურატურა სწორედ ასეთ – თანამედროვე, ანგარიშვალდებულ, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
მადლობას გიხდით იმ უდიდესი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ეწევით, და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ”, –  აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი თემები