,,კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ”კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო.”

უწყების ცნობით, შეტევაში რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული და ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

,,დღეს დილით კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო. შეტევაში რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. ყველა მტრის დრონი განადგურდა. მათგან სამი ელექტრონულმა ომმა ჩაახშო, დაკარგეს კონტროლი და გადაუხვიეს დანიშნულ მიზნებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

,,უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში”- მოსკოვის მერი

მსგავსი თემები