ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს მოქალაქეებს ლევან პეტრიაშვილსა და არჩილ ბასანიძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს კი მისი მეგობარი,  სოფელ მეღვრეკისის მვიდრი არჩილ ბასანიძე დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში.

მსგავსი თემები