აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვარშავაში ვიზიტისას უკრაინის საკითხებზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ესაუბრა. ამით ბლინკენმა ევროპის ქვეყნებში ტურნე დაასრულა. „ჩვენ, როგორც დასავლელებმა უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ასევე, ჩვენი აზრით, უნდა გაუქმდეს შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკური სანქციები ეფექტურია და მოწოდებას გავცემთ უფრო გადამწყვეტი ზომების მიღების შესახებ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით“- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კიევში უკრაინის ოფიციალურ პირებთან დისკუსიები…
მეტი...დღე: სექტემბერი 12, 2024
ბორელმა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა. „მკაცრად ვგმობ დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი სატვირთო მანქანის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი და რამდენიმე კი დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყვნენ სამიზნე. რუსეთი პასუხს აგებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევისთვის”,- წერს ბორელი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქში, სოფელ ვეროლიუბოვკის დაბომბვის შედეგად ორგანიზაციის სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა.
მეტი...“ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი“- ქეთი ცინდელიანის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
“ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი,” – ამ სიტყვებით დაარღვია ოთარ ცინდელიანმა 7 თვიანი დუმილი. 21 წლის ბრალდებულს, უვადო პატიმრობა, 21 წლის შეყვარებულის, ქეთი ჯავახიშვილის გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო მიესაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს უვადო პატიმრობის შეფარდების მიზეზებზეც ისაუბრა. განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა დაცვის მხარემ. ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ცინდელიანს დანაშაული არც განსაკუთრებული სისასტიკით და არც გენდერის ნიშნით ჩაუდენია. 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს სასტიკად მოკლეს. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია. ახალგაზრდა ქალს,…
მეტი...“ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას”- ხვიჩა კვარაცხელია
„ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია“- წერს ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გულშემატკივარს მადლობას უხდის. “ნაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში”- წერს ხვიჩა კვარაცხელია. ალბანეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ.
მეტი...ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა
ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 800 ადამიანი. მეწყერებისა და წყალდიდობების გამო, სულ მცირე, 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიისა მიწოდება. ჩრდილოეთ ვიეტნამში 200,000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა განაცხადეს, რომ ვიეტნამს დახმარებას გაუგზავნიან. ვიეტნამამდე ტაიფუნი „იაგი“ სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს, სადაც სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანია დაღუპული.
მეტი...“დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ზომები”- პუტინი
დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პირდაპირი მონაწილეობა არსებითად ცვლის თავად კონფლიქტის არსს, მის ბუნებას. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატო-ს ქვეყნები, აშშ, ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ეს ასეა, მაშინ ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს”,- განაცხადა პუტინმა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარების გარეშე ვერ მოახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას. „საქმე ისაა, რომ მე უკვე ვისაუბრე ამის შესახებ და ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს, როგორც…
მეტი...“ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია”- კალაძე
„ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია“ – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის საპასუხოდ. გარდა ამისა, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს. „მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა. რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს…
მეტი...იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება
იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წერს. ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატ კრისტოფ ჰოისგენს ჩაანაცვლებს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ბოლო ორი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობს. კონფერენციის 2008-2022 წლების თავმჯდომარე, ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს პრეზიდენტად დარჩება.
მეტი...ბესიკ ხარძიანის მკვლელის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა
ბესიკ ხარძიანის მკვლელის, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება დღეს, 12 საათზე განხორციელდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე, 38 წლის ფარიდ გურბანოვი, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს. ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელის უვადო სასჯელის ათვლა ქართულ ციხეში დაიწყება. ბიზნესმენ ბესო ხარძიანს 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. ისკლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში მალევე გარდაიცვალა.
მეტი...პარალიმპიურმა ჩემპიონმა, გიგა ოჩხიკიძემ ირაკლი კობახიძეს საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა
პარალიმპიურმა ჩემპიონმა, გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა. „ჩვენი მხრიდან, ჩვენი გუნდისგან, ჩვენი პარალიმპიური კომიტეტისგან გვსურს, ერთი პატარა საჩუქარი გავუკეთოთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ძალიან კარგად ვიცით ბატონი ირაკლი კობახიძის წარსული მოღვაწეობა, როგორც სპორტული ჟურნალისტის და ვიცით, როგორი განსაკუთრებული გულშემატკივარი ხართ სპორტის. ეს არის ჩვენი იარაღი, ის ბირთვი, რომელმაც ორჯერ გაიარა სერტიფიცირება, ერთხელ იაპონიაში, ქალაქ კობეში, სადაც რეკორდი მოვხსენით, გავიმარჯვეთ და ოქროს მედალი წამოვიღეთ და მეორედ პარალიმპიურ თამაშებზე, პარიზში, საიდანაც ასევე ორი რეკორდი წამოვიღეთ. მინდა, რომ თქვენთან იყოს ეს, თქვენს პირად კოლექციაში დარჩეს“- განაცხადა გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მეტი...“დავპატიჟეთ ყველა,მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია“- პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია. „საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით – თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით. ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი-…
მეტი...რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მანამდე რუსების კონტრშეტევის დაწყების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კურსკში მოვლენები „უკრაინული გეგმის“ მიხედვით ვითარდება. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღადგინა კონტროლი“ ათ დასახლებულ პუნქტზე, რომლებიც ადრე უკრაინის არმიამ დაიკავა.
მეტი...“ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს”- ჯინ შაჰინი
„ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია“- ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. “შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში…
მეტი...“ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, აშშ-მა არ უნდა გააკეთოს”- ეკა გიგაური
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოწმის სტატუსით წარდგა. კომიტეტზე მოსმენა უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ეკა გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით ავტოკრატები აძლიერებენ რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ძირს უთხრიან პარტნიორობას აშშ-სთან და ევროკავშირთან. გიგაური მბობს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე აშშ-მა არ უნდა გააკეთოს და თავისუფლება მოპოვებულია იმ მოქალაქეთა მიერ, რომელთათვის აშშ ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. „ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, აშშ-მა უნდა გააკეთოს, ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა…
მეტი...“ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”- სენატორი ქართველ ხალხზე
„თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი“ – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს. სენატორი ამბობს, რომ არჩევნებს დააკვირდებიან. „ 2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს…
მეტი...ჯო ბაიდენმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდი მოირგო
„ბიბისის“ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის მემორიალურ ღონისძიებაზე ცოტა ხნით ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდი მოირგო. როგორც მედია წერს, ბაიდენი პენსილვანიაში, იმ ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, სადაც 2001 წლის 11 სექტემბერს გატაცებული ოთხი თვითმფრინავიდან ერთ-ერთი ჩამოვარდა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტის ამგვარი მოქმედება ერთიანობის საჩვენებლი ჟესტი იყო.
მეტი...„თქვენ იყავით შთაგონების წყარო”- საფრანგეთის ელჩი პარალიმპიელებს
„პარალიმპიელებო, თქვენი მიღებული ცხრა მედლით აჩვენეთ, რომ პარიზში არ წასულხართ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად, როგორც არის დევიზი, არამედ მოსაგებად“- ასე მიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ ქართველ პარალიმპიელებს. „თქვენ იყავით შთაგონების წყარო, თქვენი მონდომებით, თქვენი გამბედაობით, ასევე ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია თქვენმა შეძახილებმა, ცრემლებმა, ძმობის სულისკვეთებამ, ძალიან ლამაზი იყო ამ ყველაფრის ნახვა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ დავსწრებოდი პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას პარიზში, ვნახე პარაოლიმპიური დელეგაცია შანზ ელიზეზე, კონკორდის მოედანზე და ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ამან ჩემში. ვნახე აკაკი, რომელიც საქართველოს ფერებით იყო შემოსილი, მე ასევე გამიმართლა, დავესწარი პარატაიკვანდოს შეჯიბრებს და ვნახე ანა, ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა, რომ…
მეტი...“განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში”- ჯიმ რიში
“2012 წლის შემდეგ ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, ეს ვფიქრობ, რბილად ნათქვამია”- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. სენატორი ამბობს, რომ ის განსაკუთრებულით შეშფოთებულია საქართველოსთან დაკავშირებით. “უპირველეს ყოვლისა, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ვაღიაროთ, რომ ეს პარტიული საკითხი არ არის, ეს ორპარტიული საკითხია, ამერიკული საკითხია, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ავტოკრატები და მათი მთავრობები ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რათა გადარჩნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელახლა გამოჩნდებიან ხოლმე…
მეტი...გორში, პროექტის ‘’აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში, გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ“-ისა და „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, გორში, სასტუმრო ‘’გორი ინნში’’, სოციალური პროექტის_ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გაიმართა გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა პარასპორტსმენებმა – ვახტანგ ახობაძემ, ლევან მახათაძემ, ირმა ზვერიაშვილმა, ნინო საბაშვილმა და გიორგი სვინტრაძემ; ასევე, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ონკოსაზოგადოების წევრებმა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები_ გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული…
მეტი...„უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული”- ბენ კარდინი
„გასაოცარია, მაგრამ „უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს – დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ“- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. როგორც კარდინმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ქვეყნები სამართლებრივ სისტემებს ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ. “უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევთ, მიმართავენ…
მეტი...დონეცკის ოლქში დაბობმბვებს „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი ემსხვერპლა
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქში, სოფელ ვეროლიუბოვკის დაბომბვის შედეგად ორგანიზაციის სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. „წითელი ჯვრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა იმ ადგილას, სადაც დაგეგმილი იყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება. ორგანიზაცია ამატებს, რომ თავდასხმის დროს ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა. „წარმოუდგენელია, რომ ჭურვი მოხვდეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილს“- განაცხადა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩ-ეგერმა. „წითელი ჯვარი “იუწყება, რომ მისი თანამშრომლები აპირებდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახლების გასათბობად
მეტი...“პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება”- პრემიერი
„ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდეოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ორდენები პარალიმპიელებს ხვალ გადაეცემათ. „ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ჯილდეოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია. ასევე…
მეტი...რუსეთი თავს დაესხა სამოქალაქო გემს, რომელსაც ხორბალი ეგვიპტეში გადაჰქონდა
რუსეთი შავ ზღვაში თავს დაესხა სამოქალაქო გემს, რომელსაც ხორბალი ეგვიპტეში გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსული რაკეტა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლის წინააღმდეგ. დღევანდელი დარტყმა შავ ზღვაში ჩვეულებრივ სამოქალაქო გემზე, უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გამოსვლისთანავე. წინასწარი მონაცემებით, საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ არის“- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინა არის ერთ-ერთი მთავარი გლობალური დონორი სასურსათო უსაფრთხოებისთვის და მისი საექსპორტო სასურსათო დერეფნის ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ათობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და სიცოცხლე“.
მეტი...საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ
გასული წლის ივლისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური დისკუსია. მთავარი შედეგი არის , რომ ხვალ უკანონო პატიმრობაში მყოფი რამაზ ხეთერელი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გრძელდება კონსულტაციები, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს თავიანთ ოჯახებში. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე მსჯელობამ წაიღო დროის დიდი ნაწილი. ბორდერიზაცია არის უმძიმესი ინციდენტი, შესაბამისად ის რვა…
მეტი...“ჰოლოუეის პირველივე რაუნდში დავამარცხებ და ბრძოლას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავატარებ”- ილია თოფურია
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეისთან დაიცავს. თოფურია ამბობს, რომ ჰოლოუეის მარტივად, პირველივე რაუნდში დაამარცხებს, ხოლო შემდეგ ბრძოლას ესპანეთში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2025 წელს ჩაატარებს. „ვფიქრობ, ჰოლოუეისთან ბრძოლა მალე დასრულდება, მას პირველივე რაუნდში დავამარცხებ. ამ მომენტში ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოვადგენ, ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი შემდეგი ბრძოლა ესპანეთში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2025 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. შესაბამისი ორგანოები ამ თემაზე უკვე მუშაოებენ“- განაცხადა ილია თოფურიამ ესპანურ გამოცემა El chiringuito-სთან ინტერვიუში. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია დაუმარცხებელია, მან 15 ბრძოლა…
მეტი...„ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ ევროკავშირისკენ წასვლა მოინდომეს”- ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი ცდილობდა ერევნის დახმარებას, თუმცა სომხეთმა დასავლეთისკენ წასვლა მოისურვა. „ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით სომხებს, ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ხალხთან, ყველანაირად დავეხმარეთ, მაგრამ, აი, ხედავთ, დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ წასვლა მოინდომეს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის, მაგრამ თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკას“ – ციტირებს სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკოს. ლუკაშენკოს განცხადებით, „სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და უახლოეს მომავალში ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“.
მეტი...სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი შერაზ გასრი მიულოცავენ. პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები ცხრა მედლით დაბრუნდნენ.
მეტი...“ჩვენ ერთად დავამარცხებთ ურჩხულს, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები მართავს”- გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინასთან ერთად ომში “ურჩხულს” დაამარცხებს. „უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ურჩხულს, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები მართავს“ – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყებიდან და იქნება მასთან გამარჯვებამდე. „ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ნება, არამედ ეს არის ლიეტუველი ხალხის ნებაც, რომელიც გულწრფელად იბრძვის უკრაინის გამარჯვებისთვის“ – აღნიშნა ნაუსედამ.
მეტი...თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია
ტექნიკური პრობლემის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე, პირველი ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.
მეტი...სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები – ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ. სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ორგანიზებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ნორმატიული აქტი შემუშავდა. მათ შორისაა, *303#-ის, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტები. სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი დიდებაშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკს მიღებული…
მეტი...ჩინური სამზარეულო – ხელოვნების ნიმუში (video)
ახალგაზრდა მამაკაცს 21 წლის გოგონას მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
მოსამართლემ მოკლული 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ბრალდებულს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. რომ ის ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს. 21 წლის გოგოს მკველობაში ბრალდებული აცხადებს რომ ინანიებს
მეტი...21 წლის გოგოს მკველობაში ბრალდებული აცხადებს რომ ინანიებს
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ დანაშაულს ინანიებს და სხვა არაფერი აქვს სათქმელი. ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლო პროცესზე დღეს დასკვნითი სიტყვით წარსდგა. ამ დრომდე კი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერული ნიშნით არ ჩაუდენია. „მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს… ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა. დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია… თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც…
მეტი...არასრულწლოვნის მიმართ სესუალური ხასიათის ქმედებისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრმლებმა 2006 წელს დაბადებული რ.ხ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით ა.ს. მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და…
მეტი...რა უნდა გააკეთოს ელექტროენერგიის ტექნიკური გაუმართაობით დაზარალებულმა მოსახლეობამ – ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“
მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადახრილი ბოძები, ჩამოყრილი ელექტროენერგიის ხაზები, ძაბვის ცვალებადობა და ხშირი წყვეტა, დაზიანებული ტექნიკა – ეს იმ პრბლემების მცირე ჩამონათვალია, რასაც მოსახლეობა ელექტროენერგიის ქაელების მოუწესრიგებლობის გამო აწყდება. სემეკმა ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და რა არის პრობლემა – ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საუბროს. ელექტროენერგიის ქსელების ტექნკური ინსპექტირება და პრობლემები – როგორ მოიქცეს დაზარალებული მოსახლეობა
მეტი...