ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო.
ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი ქალი დაიხრჩო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდულ ნალექი მოვიდა. კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულია.
წყალდიდობის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი შვიდი.
სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადება.