,,კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“- ირაკლი ღარიბაშვილი

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში.

კითხვაზე: „თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ მაშინ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები