,,ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომ ყოფილიყო  2008 წელს, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ომი თავიდან აეცილებინათ. აღნიშნულის შესახებ პრემირმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

„არ მინდა დეტალებზე საუბარი, საუბარი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მლნ მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ ის ომი, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ჩვენთვის დამანგრეველი იყო. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები