“მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს” – წერს სენატორი ჯიმ რიში და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ორი ოფიციალური და ორი კერძო პირის დასანქცირებას ეხმიანება. “მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება” – წერს ჯიმ რიში.
მეტი...დღე: სექტემბერი 16, 2024
ხვიჩას რეიტინგი ერთით დააკლდა, მამარდაშვილს კი 5-ით მოემატა – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი
FC 25-ში ოფიციალურად უკვე ყველა ფეხბურთელის რეიტინგი ცნობილია. EA SPORTS-მა თავდაპირველად მხოლოდ TOP მოთამაშეების მონაცემები გამოაქვეყნა. თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგები კილიან მბაპეს, ერლინგ ჰაალანდსა და როდრის აქვთ. მოგვიანებით ფეხბურთელების სრულია სია გამოვლინდა. საფეხბურთო სიმულატორში წინა წლისგან განსხვავებით 24 ქართველი მოთამაშეა წარმოდგენილი – FC 24-ში ერთით მეტი გახლდათ. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს ერთნაირი მონაცემები აქვთ – 85. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას რეიტინგი ერთით დააკლდა, მამარდას კი 5-ით მოემატა. FC 25-ში ახალ სახეებსაც ვხედავთ. თამაშში გამოჩდნენ საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი არაბიძე, ანზორ მექვაბიშვილი და გაბრიელ სიგუა. ქართველი…
მეტი...“შრომა, დისციპლინა და შეუპოვრობა ფასდება“- სერხიო რამოსი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს
ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი მერაბ დვალიშვილს გამარჯობას ულოცავს. „ბედნიერი ვარ ძმაო შენ გამო. ყველაფერი ცხადია – შრომა, დისციპლინა და შეუპოვრობა ფასდება“ – ამბობს რამოსი. მერაბ დვალიშვილი UFC- ის ჩემპიონი გახდა.
მეტი...“აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია”- მეთიუ მილერი სანქციებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანქციები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგს წარმოადგენს. „აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ჩვენი მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ბოლო 32 წლის განმავლობაში, აშშ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული გახდეს და გახდეს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს…
მეტი...“აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს”- მილერი
“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეთიუ მილერმა განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია. „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება. ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს, აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ…
მეტი...პარლამენტთან შუქრუთელების აქციაზე, ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა
პარლამენტთან შუქრუთელების მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე, ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. შუქრუთის მაცხოვრებლები „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ. ისინი 11 სექტემბერიდან აქციებს თბილისში მართავენ. მე-16 დღეა რამდენიმე მათგანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.
მეტი...“რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს”- მდინარაძე
„როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. „ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე. ერთმანეთში არიეს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა ერთი მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა მეორე მხრივ და მესამე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ…
მეტი...„მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ოთხ ქართველ პირს სანქციები დაუწესა”- ჯინ შაჰინი
„მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები დაუწესა“ – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“ – წერს ჯინ შაჰინი X-ზე. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს…
მეტი...ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სროლა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ გამოიწვია
დონალდ ტრამპის განცხადებიღ, მის წინააღმდეგ სროლა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ გამოიწვია. „მათი რიტორიკა იწვევს ჩემზე სროლას, როდესაც მე ვარ ის, ვინც ქვეყნის გადარჩენას ვაპირებ. სწორედ ისინი ანადგურებენ ქვეყანას – შიგნიდანაც და გარედანაც. ამას შიდა მტერი ეწოდება. ისინი არაინ რეალური საფრთხე” – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენისა და ჰარისის წარსული კომენტარების მიხედვით, იგი „დემოკრატიის საფრთხეა”.
მეტი...ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო. ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი ქალი დაიხრჩო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდულ ნალექი მოვიდა. კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულია. წყალდიდობის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი შვიდი. სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადება.
მეტი...პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან-მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა
პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ებრძვიან. დამწვარია ოთხი სახლი, 20 ზე მეტი კი საფრთხის ზონაშია. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1000 ზე მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ცდილობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. გავრცელებული ვერსიით, პორტუგალია ოთხ სახანძრო ვერტმფრენს რამდენიმე საათში ესპანეთისგან და საფრანგეთისგან მიიღებს.
მეტი...“უცხოური აგენტების შესახებ” კანონის არსი სრულიად რუსულია და ამას ძალიან დიდი სინანულით ვამბობ”- კარდინი
“რატომ უნდა სურდეს ოკუპირებულ ქვეყანას, რომელმაც ბევრი იბრძოლა რუსული გავლენისგან თავის დასახსნელად, ისევ რუსულ გავლენას დაუბრუნდეს?!”-პასუხობს Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი შეკითხვას, რატომ ცვლის საქართველო საკუთარ საგარეო კურსს რუსეთისკენ. კარდინი ამბობს, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესით გაკვირვებული არიან. “დიახ, ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გვებადება და ერთ-ერთ ბოლო მოსმენაზე სენატორმა რიშმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად გაუსვა ხაზი ჩვენს გაოცებას – რატომ უნდა სურდეს ოკუპირებულ ქვეყანას, რომელმაც ბევრი იბრძოლა რუსული გავლენისგან თავის დასახსნელად, ისევ რუსულ გავლენას დაუბრუნდეს?! ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ასე აღფრთოვანებით საუბრობდა დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, დასავლურ ღირებულებებზე,…
მეტი...პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ, ,,გახარია-საქართველოსთვის” და ,,ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მისვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ, ,,გახარია-საქართველოსთვის” და ,,ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მისვლის მზადყოფნას გამოთქვამენ. ,,გახარია-საქართველოსთვის” წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი იღებს სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას და 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ შეხვედრაზე მივლენ. როგორც ცნობილია პრეზიდენტის შეთავაზებაზე თანხმობას ,,ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებიც აცხადებენ და ხვალიდენლ შეხვედრას ისინიც შეუერთდებიან. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დაწერა: ,,მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში ,,ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული…
მეტი...აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს
აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის ,,ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ,,სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, ასევე მათ ოჯახის წევრებზე. ეს პირები არიან ხელისუფლებისა და მუნიციპალური მოღვაწეები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ასევე კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც…
მეტი...აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება დაასანქცირა
აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება დაასანქცირა. განცხადებას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. დასანქცირებულია ასევე მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურიც. უწყების ცნობით, ფინანსური სანქციები საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დაწესდა. ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამდე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უშიშროების ძალებმა ძალადობრივად დაუსვეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდული აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების…
მეტი...ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ცესკოსთან აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანოზატორი მოძრაობა ,,აირჩიე ევროპაა”. აქციის მონაწილეები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, დღევანდელი აქცია არის გუშინ ევროპის დედაქალაქებში გამართული აქციებისთვის სოლიდარობის გამოხატულება. ,,უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ იცის ერთი ურყევი ჭეშმარიტება, რომ ის აგებს. აგებს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ, ქართველ ემიგრანტებთან. ამიტომ მისი მთავარი ამოცანა დღეს არის, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს საარცევნო უბნებზე, რათა მისი ამომრჩევლის წილმა უფრო მეტი შეადგინოს. ანუ რაც უფრო ნაკლები მოვა, მისი წილი საერთო ამომრჩეველში იქნება უფრო მეტი. ამიტომ ჩვენი საციცოცხლო ამოცანაა,…
მეტი...ქართველმა ტაეკვონდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს
საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში G1 კატეგორიის სარეიტინგო ჩემპიონატზე ,,Riga open 2024″ მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ტაეკვონდოისტებმა ასპარეზობა 12 მედლით დაასრულეს. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მიიღეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე გურაბანიძე და აბალფაზ მამედოვი გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ნინიაშვილმა, ალექსანდრე ტრეგლაზოვმა, მარიამ ცქიტიშვილმა და გიორგი ლექვთანიძემ. ეროვნული ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონობა ზურაბ კინწურაშვილმა იზეიმა, ვერცხლის მედლები კი მოიპოვეს ვიტალი გელაძემ და ილია მაცაბერიძემ.
მეტი...,,ანტი ლგბტ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობის და გამჭვირვალობის ხანგრძლივ ისტორიას” – მიხაელ როთი
,,არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია”, – წერს სოციალურ ქსელში გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომელიც საქართველოში იმყოფება. „ანტი ლგბტ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობის და გამჭვირვალობის ხანგრძლივ ისტორიას. გერმანია და ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს, თუ ხელისუფლება თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას შეცვლის“, – წერს როთი.
მეტი...„არჩევანი ერთია – ან ევროპა ან რუსეთი“ – სალომე ზურაბიშვილი
,,26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს, ჩვენი მომავალი ევროპა იქნება თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ,,საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ამას არ ვიცი რამდენჯერ გავიმეორებ, რამდენიც…
მეტი...პრეზიდენტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სასახლეში ეპატიჟება
პრეზიდენტი ,,გახარია-საქართველოსთვის” და ,,ძლიერ-საქართველოს” გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სასახლეში ეპატიჟება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე. საზოგადოება თქვენგან სწორედ ამას ელოდება!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მეტი...ზურა ბერიკაშვილი დღეს დაკრძალეს
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ბერიკაშვილს პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
მეტი...„მე ჩინელი ვარ“ – ქართველ-ჩინელის ნაზავი პატარა ქედი (ვიდეო)
ქედი 4 წლისაა. ის დაიბადა და გაიზარდა ჩინეთში. დედა ქართველია, მამა კი ჩინელი. ცხოვრობს შანხაიში, თუმცა, ესმის და და თავისუფლად საუბრობს ქართულად.
მეტი...ქუთაისში კორპუსიდან ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. 68 წლის ქალი ქუთაისში, დასავლეთის რეგიონულ ცენტრში იმყოფება. ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ,,112-ის მიერ შემოყვანილი იქნა 68 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ასევე ტკივილი გულმკერდის არეში. 112-ის გადმოცემით პაციენტს ჰქონდა ტრავმული დაზიანება, როგორც აღნიშნეს, მას ავზი დაეცა. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ის უკვე კონტაქტურია, აღენიშნება მსუბუქი მოტეხილობები, რომელსაც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების მიზნით განთავსდება”, – განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე…
მეტი...,,საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას” – პრემიერი
,,საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი როლი შეასრულოს. „საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების…
მეტი...,,ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში” – ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს
,,ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი მექანიზმია, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ემყარება. „მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი დახვედრისა და სტუმარმასპინძლობითვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის ყველა სფეროში.…
მეტი...სოფელ დიღომში იპოთეკით დატვირთულ ბინებს ყიდდნენ – 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურის ცნობით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია ,,დიღომი თაუერის” დირექტორსა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირზე. ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი…
მეტი...სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია
სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია. დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ცნობილია, რომ გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერმინისტრის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მეტი...შანხაიში ტაიფუნი ,,ბებინკა” მძვინვარებს
ჩინეთში, შანხაიში ტაიფუნი ,,ბებინკა” მძვინვარებს. ციკლონის შუაგულში ქარის სიჩქარე საათში 151 კილომეტრს აღწევს. ბოლო 75 წლის განმავლობაში, ქალაქში ეს ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. ხელისუფლებამ 400 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა და დაკეტილია ავტობანები. შანხაიმდე ,,ბებინკამ” იაპონიასა და ფილიპინებს გადაუარა, სადაც სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მეტი...ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა – არიან დაშავებულები
ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა. შემთხვევა ჭავჭავაძის 46 ნომერში მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან. თვითმხილველების თქმით, წყლის ავზის გადმოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა. ,,ერთხელაც გადმოვარდა, ახალი წელი მოდიოდა მაშინ, მაგალითი უკვე ჰქონდათ და უნდა ჩამოეღოთ ეს ბაკები. ის რომ ჩამოვარდა, დაიმტვრა კიდევაც. მთლიანი ინერციით არ დაეცა ამ ქალს, თორემ მოკლავდა”, – ამბობს ადგილობრივი.
მეტი...ხანძარი სამტრედიაში – ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს
სამტრედიაში კოსტავას ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ძველ შენობას უკიდია, სადაც ხის საამქრო იყო განთავსებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი. დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.
მეტი...საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა-შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მათივე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.
მეტი...“მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკლესიას და ქართველ ფეხბურთელებსაც”- ნიკოლოზ სამხარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი. სამხარაძის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზის გამო არ ხვდება „ქართული ოცნება“ მიხაილ როთს. „ამ განცხადებების გამო ბოდიშს ვიდრე არ მოიხდის, არ შევხვდებით. დავანებოთ თავი, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ჩვენს ეკლესიას. ძალიან მაინტერესებს, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე რომ დაუსხდებიან,…
მეტი...„უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია”- მიხაილ როთი
“კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. როთი ამბობს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს. „ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“ – წერს როთი. შეგახსენებთ, მიხაილ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
მეტი...დაიღუპა ერთი და დაკარგულად მიიჩნევა შვიდი ადამიანი-ჩეხეთში კვლავ რთული ვითარებაა
ჩეხეთში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადიდებულ მდინარე კრასოვკაში დაიხრჩო. ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა შვიდი ადამიანი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ათასობით ადამიანს მოუწოდეს, დატოვონ სახლები. რუმინეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვემო სილეზიის რეგიონის ქალაქ კლოძკოს რაიონში არსებულ ვითარებას დრამატული უწოდა. ათასობით მეხანძრე, პოლიციელი და ჯარისკაცი ებრძოდა წყალდიდობას ბოლო 24 საათის განმავლობაში. პოლონეთის მთავრობა ჯერ კიდევ მუშაობს ზარალის მასშტაბის განსაზღვრაზე. მდინარე დუნაის ადიდების გამო სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი შესაბამის ზომებს იღებენ. ცენტრალურ და აღმოსავლეთ…
მეტი...ისრაელის არმიამ ღაზის სექტორი დაბომბა-დაიღუპა 20 ადამიანი
ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოცი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, ათი პალესტინელი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის დროს. პალესტინური საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ მსხვერპლთა შორის რამდენიმე ბავშვი და ქალია. ისრაელის სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქ ღაზის ზეიტუნის და შეიხ რადვანის უბნები, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ „ჰამასი“ ღაზაში უფრო დიდი ტემპით ძლიერდება, ვიდრე ისრაელის არმია ანადგურებს მის სამხედრო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში.
მეტი...ნიგერიაში წყალდიდობამ ციხის კედლები ჩამოშალა, გაქცუელია 200-ზე მეტი პატიმარი
მინიმუმ 274 პატიმარი გაიქცა ნიგერიის ბორნოს შტატის ციხიდან ძლიერი წყალდიდობის შემდეგ. წყალმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების კედლები ჩამოშალა, მათ შორის საშუალო უსაფრთხოების საპატიმრო ცენტრის. სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სულ მცირე 281-მა პატიმარმა გაქცევა მოახერხა ,,უსაფრთხო და დაცულ დაწესებულებაში” გადაყვანისას და შვიდი მათგანი მოგვიანებით დააკავეს. ნიგერიის გამასწორებელი სამსახურის სპიკერმა თქვა, რომ გაქცეული პატიმრების ვინაობა მათთვის ცნობილია და ძებნა გრძელდება. ნიგერიაში რამდენიმე კვირის წყალდიდობის შედეგად 229 ადამიანი დაიღუპა და 386 000-ზე მეტს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. ჩრდილოეთ ნიგერია ყველაზე მეტად დაზარალდა წყალდიდობის შედეგად, ხოლო ბორნოს შტატი, სადაც ციხე მდებარეობდა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა.
მეტი...