,,უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში”- მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქზე დღეს დილით განხორციელებული დრონებით თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში.

სობიანინი მოსახლეობას მოუწოდებს ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

,,დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში. შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. ისინი არკვევენ მომხდარის გარემოებებს. ამ დრომდე სერიოზულად არავინ დაშავებულა,”- აცხადებს მოსკოვის მერი.

აფეთქება მოსკოვში – საცხოვრებელ კორპუსს სავარაუდოდ, დრონი შეეჯახა

მსგავსი თემები