საჰაერო იერში კიევზე – არის მსხვერპლი

30 მაისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე 20-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს. ღამით საჰაერო იერიში განხორციელდა ჰაერზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევსკის რაიონში დაზიანებულია და ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი,  ჰოსპიტალიზებულია ოთხი.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ.

ადმინისტრაციის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურები ყველა ადგილზე მუშაობენ, მიმდინარეობს მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ მონაცემების განახლება და დაზუსტება.

მსგავსი თემები