აფეთქება მოსკოვში – საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად აფეთქება მოხდა.
რუსული ტელეგრამ არხი “ბაზას” ინფორმაციით, აფეთქება დაახლოებით დილის 4 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის 25-ე სართულზე მოხდა. მათივე ცნობით, აღნიშნული სახლის მაცხოვრებლების მიერ ნაპოვნია დრონის ფრთის მსგავსი ფრაგმენტი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.