ალაბამაში, მოზარდის დაბადების დღეზე  სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის შტატ ალაბამაში, მოზარდის დაბადების დღეზე მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ ეტაპზე, მომხდარის მოტივი და დამატებითი დეტალები უცნობია.  

მეტი...

,,უკრაინის დანაკარგი იმაზე ნაკლებია, ვიდრე თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლი” – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინული მხარის დანაკარგი ომის პერიოდში თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლზე ნაკლებია. ,,რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს დანაკარგები, რადგან ომში ვართ. თუმცა ეს დანაკარგი კრიტიკულად ნაკლებია, რუსეთის დანაკარგზე. არ შემიძლია რიცხვის დასახელება, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საერთო რაოდენობა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლზე ნაკლებია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავარი მიზანია – შევინარჩუნოთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლე, მაშინ როდესაც რუსეთი იყენებს [საკუთარ სამხედროებს] როგორც საზარბაზნე ხორცს. ეს ხორცსაკეპი მანქანის ტაქტიკაა. მათთვის სულერთია. მხოლოდ ბახმუტში რუსეთი კარგავს 500 ადამიანს ყოველდღიურად, როგორც დაჭრილების, ისე მოკლულების სახით”, – განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისთვის,…

მეტი...

15 დაღუპული და 24 დაშავებული – სლავიანსკში რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა. ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის საცხოვრებელი უბანი რუსებმა სულ მცირე შვიდი S-300 რაკეტით, 14 აპრილს დაბომბეს.

მეტი...