15 დაღუპული და 24 დაშავებული – სლავიანსკში რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის საცხოვრებელი უბანი რუსებმა სულ მცირე შვიდი S-300 რაკეტით, 14 აპრილს დაბომბეს.

მსგავსი თემები