,,უკრაინის დანაკარგი იმაზე ნაკლებია, ვიდრე თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლი” – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინული მხარის დანაკარგი ომის პერიოდში თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლზე ნაკლებია.

,,რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს დანაკარგები, რადგან ომში ვართ. თუმცა ეს დანაკარგი კრიტიკულად ნაკლებია, რუსეთის დანაკარგზე. არ შემიძლია რიცხვის დასახელება, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საერთო რაოდენობა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლზე ნაკლებია.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავარი მიზანია – შევინარჩუნოთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლე, მაშინ როდესაც რუსეთი იყენებს [საკუთარ სამხედროებს] როგორც საზარბაზნე ხორცს. ეს ხორცსაკეპი მანქანის ტაქტიკაა. მათთვის სულერთია. მხოლოდ ბახმუტში რუსეთი კარგავს 500 ადამიანს ყოველდღიურად, როგორც დაჭრილების, ისე მოკლულების სახით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად,  50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები