ევროკომისია გვაფრთხილებს, რომ 12 პუნქტის შესრულების გარეშე კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ

„ქართული ოცნების“  წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ არის მზადყოფნა რეკომენდაციების შესრულებაზე. ეს არის ჩვენი კონსულტაციების ძალიან იმედისმომცემი დასასრული“, – აცხადებს ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კატერინა მატერნოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 12 პუნქტის შესრულება აუცილებელი წინაპირობაა. „ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე. საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯების გადადგმა, რათა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი, არამედ საქმე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის და, ამ შემთხვევაში, 12 პუნქტის შესასრულებლად გაერთიანების უნარს. ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების…

მეტი...

გერმანია ნატო-ს გაფართოების მომხრეა

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უნდა გაფართოვდეს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ჩვენი სურვილია, რომ ორივე (შვედეთი და ფინეთი) ძალიან სწრაფად გახდეს ალიანსის  წევრი. ჩვენ მათ შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა, რომ არსებული პროცესი  სწრაფად განვითარდეს. ჩვენი მიზანი და სურვილია, ეს სწრაფად განხორციელდეს და შვედეთი ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. ეს კარგია  ნატო-სა და ჩვენი ალიანსისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის“ –  განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

„რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აქციის მონაწილეები თავიანთი ბნელი მიზნებისთვის არ გამოიყენოს. „როდესაც ადამიანებს ართმევ უფლებას, არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნისკენ მოუწოდებს რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური აფიორითაა დაკავებული. „ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც იყო წინა დღეებში, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ. პროტესტი ყოფილა ყველგან, ევროპაში. პროტესტის წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისე, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს…

მეტი...

9 ქვეყანა უკრაინისთვის ლეოპარდ-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ,,ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად. ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს მიაწვდის”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მეტი...

,,მკაცრი რეაგირება მოახდინეთ დესტაბილიზაციის მცდელობებზე” – პუტინი

,,გთხოვთ, მკაცრი რეაგირება მოახდინოთ ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენერალური პროკურატურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. ,,გთხოვთ, მკაცრი რეაგირება მოახდინოთ ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. შეუძლებელია ყურადღების შესუსტება პროკურატურის ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორიცაა: სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების წარმოება, გარემოს დაცვა, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მონიტორინგი,”- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს აუქციონი“ – ელმავალმშენებელ ქარხნასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელმავალმშენებელ ქარხანათან დაკავშირებით,  შპს თბილისი ტრანსფერის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.  სასამართლომ  შპს „თბილისი ტრანსფერის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიასა და Loko Trans Company LTD (ლოკო ტრანს კომპანის) შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში დაარეგისტრირა. გადაწყვეტილების შედეგად შპს თბილის ტრანსფერი გახდა სს ელმავალმშენებლის აქციათა 87% მესაკუთრე. როგორც კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა, „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, კომპანია  ელმავალმშენებელი ქარხნის  ქონების გასხვისების აუქციონის შედეგების გადაუქმებლად სს დავას იწყებს. „შპს თბილისი ტრანსფერი გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს სს ელმავალმშენებელს ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, ასევე გაისტუმროს…

მეტი...

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ – ჯონ კირბი

,,აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ,” – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის საჰაერო ხომალდები ამ საჰაერო სივრცეში წელიწადზე მეტია დაფრინავენ და ეს გაგრძელდება. „თუ მათი გზავნილი იყო, რომ შეგვეკავებინა ან შეგვეჩერებინა ფრენა და ოპერირება შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ეს არ გამოვა. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ფრენა და ოპერირება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლებზე. შავი ზღვა არ ეკუთვნის რომელიმე ქვეყანას” – განაცხადა კირბიმ.   შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

მეტი...

,,ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს იყენებს”- შალვა პაპუაშვილი

,,ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებს უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. „შემაშფოთებელია, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვხედავთ მცდელობას, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს – ცდილობს, პროპაგანდისტულად ერთმანეთისგან გამიჯნოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ზუსტად ასეთი რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ.…

მეტი...

,,ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ, სამწუხაროდ, ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს”- პაპუაშვილი

,,ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეკომენდაციებზე უმრავლესობა დიდწილად მარტო მუშაობს. „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერი“, – განუცხადა პაპუაშვილმა პირველ არხს.

მეტი...

,,პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის”- დანილოვი

უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის. „შავ ზღვაში რუსეთის მიერ პროვოცირებული ინციდენტი ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავ „ემქიუ-9 რიპერთან“ დაკავშირებით – ეს არის პუტინის სიგნალი სხვა მხარეების ჩართულობით კონფლიქტის ზონის გაფართოების მზადყოფნის შესახებ“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა. შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. 

მეტი...

ბათუმში ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად, დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა. 12 მარტს ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. დაშავებული მეორე ბავშვი კი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ბათუმში, ბულვარში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მეტი...

,,სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება”- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა. „წელს, პირველად იმართება 6 უწყების ერთობლივი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ერთიანი ინფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკი, ენერგოომბუდსმენთან ერთად 2014 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავს 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა ღონისძიებებით. სემეკის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. სემეკის სლოგანი – „როცა ბალანსი დაცულია“ სრულად…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაენის ბაღში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი განახორციელა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაენის ბაღში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი განახორციელა. სააგენტოს წარმომადგენლებმა მეპატრონეების მხრიდან ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვა და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულება გადაამოწმეს. ,,სააგენტოს თანამშრომლებმა ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი ფლაერები გადასცეს. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება, გარემოს დაბინძურებისა და გასეირნების წესის დარღვევების პრევენცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია; უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით; იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე;…

მეტი...

მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება. „ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ „გოცირიძის“ მეტრო“, – განაცხადა ხმალაძემ.

მეტი...

,,მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და  ევროპარლამენტარებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ,,მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა – ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან რომელიც მუშაობს რუსეთზე” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

წყალდიდობა თურქეთში – დაიღუპა ხუთი ადამიანი

ძლიერი წვიმის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, სახლები და საავადმყოფოები დაიტბორა. ადიამანის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაკარგულია ოთხი ადამიანი. თურქული მედიის ცნობით, ბოლო  მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა. ათასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა. შანლიურფაში ყველა სკოლა დაკეტილია, ჩაიკეტა ავტომაგისტრალიც.

მეტი...

,,საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა”- საპატრიარქო

,,საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა,”- ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში  ხანძრის გაჩენის მცდელობით. ,,რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ. მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას…

მეტი...

,,არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი”- მამუკა მდინარაძე

,,სააკაშვილს შეუძლია უბრალოდ მეტი შეჭამოს და მისი ე.წ პრობლემა აღმოიფხვრას და თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ” სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული.” ,,არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური, თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული. ადამიანს…

მეტი...

,,მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების დამაზიანებელი განცხადებები”- მამუკა მდინარაძე

,,მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ,” – ასე აფასებს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს. მისი თქმით, ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას ,,ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს. ისინი ცდილობენ, თავის ლობისტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ – მეთოდი აქვთ, გაღმა შედავების თუ საუკეთესო თავდაცვა, რომ თავდასხმაა ამ მარტივ…

მეტი...

,,მოსწონს ეს კუბილიუსს თუ არა, საქართველო, მათ შორის სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”- მიხეილ სარჯველაძე

,,მოსწონს ეს მაგალითად კუბილიუსს თუ არ მოსწონს, დღეს საქართველო სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით მათ შორის, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,” – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს. მისი თქმით, საქართველო ერთიანად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას. „კრიტიკულად მიუღებელია, წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც გვთავაზობენ ასეთ ლოგიკას, რომ ცალკე ხელისუფლების დამსახურებაზე და ცალკე ხალხის დამსახურებაზე საუბრობენ. საქართველო ერთიანად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, კანდიდატის სტატუსს. ეს ითქვა, ეს არის ყველაზე მთავარი, ეს უნდა დავინახოთ, მოსწონს ეს მაგალითად კუბილიუსს თუ არ მოსწონს, დღეს საქართველო სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით მათ შორის,…

მეტი...

,,გაგარჭობთ მაგ მაიდანს და ყველა თქვენს პარტიელ გიტლერიუნგერს ერთმანეთში!”- დიმიტრი სამხარაძე

,,კანონის გაწვევა ქვეყნის დათმობა არ გეგონოთ! გაგარჭობთ მაგ მაიდანს და ყველა თქვენს პარტიელ გიტლერიუნგერს ერთმანეთში!”- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,ჭიჭე ვაშაძე-პოპოვნა, გახარიას მონად გადაქცეული ხოშტარია, გამოთინეიჯერებული ჯაფარა, სტრასბურგსა და ბრუსელში ჩავიდნენ. ვინ გამოიცნობს რისთვის? კაბინეტებში დარბიან ეს ბნელი მონები! ევროპელ პოლიტიკოსებს ეხვეწებიან საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიცეთო! თუ არ მისცემთ, ისევ სკოლის მოსწავლეებს გამოვიყვანთ და მაიდანსაც მოვაწყობთო! ოეეეე, არა რუსულ კანონს ! კანონის გაწვევა ქვეყნის დათმობა არ გეგონოთ! გაგარჭობთ მაგ მაიდანს და ყველა თქვენს პარტიელ გიტლერიუნგერს ერთმანეთში! არ იქნება საქართველოში მეორე ფრონტი,”- წერს სამხარაძე.…

მეტი...

თბილისში მანქანა აფეთქდა

თბილისში, სააკაძის მოედანზე მანქანა აფეთქდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,რეჟიმს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება”- შალვა ნათელაშვილი

,,რეჟიმს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება და გამოაცხადოს ახალი არჩევნების თარიღი,”- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა მოითხოვონ ის, რასაც მათგან ელოდება საქართველო და დანარჩენი მსოფლიო. ,,მინდა გავაფრთხილო რეჟიმი და მისი მეთაური, ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდების მიმართ დევნა-რეპრესიებს. ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება რაიმე წვლილი შეტანილი, ხოლო მიღებული კანონით, რაც ძალიან მალე მოხდება, ასეთ პირებს აეკრძალებათ სახელმწიფო საჯარო სამსახურებში მუშაობა სამუდამოდ. ამიტომ, შეწყდეს ყველა ადმინისტრაციული და სხვა კეტეგორიის საქმე ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავლის იმედტა წინააღმდეგ…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია მომხრებელმა იცოდეს მისი უფლებები და ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში”- ირაკლი ლექვინაძე

15 მარტი, მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა, სექტორულად – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას საკუთარ სექტორებში სხვადასხვა მარეგულირებელი უწყებები ახორციელებენ – საბანკო საფინანსო სექტორში – საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში – სემეკი, კომუნიკაციების სექტორში – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში დაზღვევის ზედამხედველობის…

მეტი...

„საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან”- არჩილ თალაკვაძე

„საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ცინიკურად გამოიყურება,”ამის შესახბე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძემ განცხადა. თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილის დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და ამას ვერაფერი გადაფარავს. ,,მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ასეთი მოთხოვნები დააყენონ. ისინი სპეკულირებენ და იმ ადამიანების სახელით საუბრობენ, ვისაც მათთვის უფლება არ მიუციათ, საზოგადოების სახელით დააყენონ მოთხოვნები. სჯობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. მათი რეიტინგი უკიდურესად დაბალია, პარტია არის დაშლილი და ამას ვერაფერი გადაფარავს. სჯობს, 9 აპრილამდე თავის პრობლემებს მიხედონ. ისინი იყვნენ სიტყვით…

მეტი...

,,ვრცელდება დეზინფორმაცია”- საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს სიმართლეს არ შეესაბამება. ,,სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.  განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის  ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.  პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.  საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების  გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და…

მეტი...

თებერვალში ყველაზე მეტი თანხა – 198.34 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან გადმორიცხეს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 985.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 103.0 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი თანხა – 198.34 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის იტალია 38.88 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ –  30.45 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 17.37 მლნ აშშ დოლარით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან…

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით ფარულად შემოტანას და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსებას გულისხმობდა. „აღნიშნული მიზნით, 2017-2020 წლებში ბრალდებულმა არალეგალური გზით ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, რომლებიც დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ თავის საბანკო…

მეტი...

,,არც იმას გამოვრიცხავ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს”- ხატია დეკანოიძე

,,ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან გახმოვანებული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან მათ უთხრეს, რომ არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს,”-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. „ღიად და გულწრფელად ვამბობ, რომ ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ არ გვაპატიებენ 12 რეკომენდაციის ჩაგდებას და სასიცოცხლო გამოწვევები რომ არ გადავლახოთ, რაც არის სასამართლოს რეფორმა, ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს, მედიამენეჯერი უნდა გამოვუშვათ. გეოპოლიტიკურ და საქართველოს მოქალაქეების დამსახურების ჭრილში თუ იქნება სტატუსი, შესაძლებელია და ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, კონკრეტულ…

მეტი...

,,ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად”- ევროპარლამენტარი

,,საქართველოს მთავრობა აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება მარტო ამ ბრძოლაში,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაინჰარდ ბუტიკოფერმა განცხადა. ,,ქართველი ხალხი იჩენს ძალიან მტკიცე ნებას, რადგან მათ იციან, რომ ე.წ. ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად. საქართველოს მთავრობა აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება მარტო ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ზომები, იმის გარდა, რაც უკვე იქნა განხილული. შევიმუშაოთ სხვადასხვა პირობები, სანქციები და უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს გასათავისუფლებლადაც”.

მეტი...

,,კრემლი საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ მოგზაურობას უკრძალავს, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ”- ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრემლი რუს საჯარო ოფიციალურ პირებსა და მოხელეებს საზღვარგარეთ მოგზაურობაზე სულ უფრო მკაცრ შეზღუდვებს უწესებს. შეზღუდვის მიზეზი არის ის, რომ მაღალჩინოსნები  ქვეყნიდან არ გაიქცნენ. ,,ძალაუფლების ცენტრთან ახლოს თანამშრომლებს უფრო მკაცრი შეზღუდვები ეხებათ. კრემლის ოფიციალურ პირებს აკრძალული აქვთ დასვენების მიზნით საზღვარგარეთ მოგზაურობა” – ნათქვამია  განცხადებაში. დაზვერვის ცნობით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთში შიდა უსაფრთხოების რეგულაციები კიდევ გამკაცრდეს და მოგზაურობაზე შეზღუდვები გავრცელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების უფრო ფართო სპექტრზე.

მეტი...

სახალხო დამცველი მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე  მისი გამოხატვის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. 2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია პირველის ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.  

მეტი...

,,მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”- კახა კალაძე

დედაქალაქში პრობლემური საგზაო კვანძების მოწესრიგების სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: ქეთევან დედოფალის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის კვეთა; მოსკოვის გამზირისა და მეველის ქუჩის კვეთა; მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია; ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა. მისივე თქმით, აღნიშნული საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირისა და კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოეწყობა ავტობუსის ზოლი. „ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ…

მეტი...

ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ორი ახალი პროგრამა შემუშავდა

ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება- რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები. „ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის განვითარების ფონდი სრული დატვირთვითაა ჩართული ძველი თბილისის, ისტორიული უბნების განახლება-რეაბილიტაციის პროცესში. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობები ახორციელებენ ათეულობით ასეთი შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეაბილიტაციას. იმდენად ბევრი შენობაა ავარიული, რომ მხოლოდ ამ პროგრამებით რთული იქნება მივიღოთ შედეგი, რასაც…

მეტი...

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა…

მეტი...

თბილისის მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს

თბილისის მერია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით, K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რეკრეაციული სივრცეების შექმნაა. „იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების – ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედნის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს…

მეტი...