,,მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების დამაზიანებელი განცხადებები”- მამუკა მდინარაძე

,,მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ,” – ასე აფასებს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს.

მისი თქმით, ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას

,,ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს. ისინი ცდილობენ, თავის ლობისტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ – მეთოდი აქვთ, გაღმა შედავების თუ საუკეთესო თავდაცვა, რომ თავდასხმაა ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით თავის პიარს ალაგებენ და ამ კომპლექსით, მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მოქმედებენ და ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები