,,ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად”- ევროპარლამენტარი

,,საქართველოს მთავრობა აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება მარტო ამ ბრძოლაში,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაინჰარდ ბუტიკოფერმა განცხადა.

,,ქართველი ხალხი იჩენს ძალიან მტკიცე ნებას, რადგან მათ იციან, რომ ე.წ. ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად. საქართველოს მთავრობა აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება მარტო ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ზომები, იმის გარდა, რაც უკვე იქნა განხილული. შევიმუშაოთ სხვადასხვა პირობები, სანქციები და უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს გასათავისუფლებლადაც”.

მსგავსი თემები