,,მკაცრი რეაგირება მოახდინეთ დესტაბილიზაციის მცდელობებზე” – პუტინი

,,გთხოვთ, მკაცრი რეაგირება მოახდინოთ ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენერალური პროკურატურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

,,გთხოვთ, მკაცრი რეაგირება მოახდინოთ ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. შეუძლებელია ყურადღების შესუსტება პროკურატურის ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორიცაა: სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების წარმოება, გარემოს დაცვა, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მონიტორინგი,”- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები