,,რეჟიმს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება”- შალვა ნათელაშვილი

,,რეჟიმს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება და გამოაცხადოს ახალი არჩევნების თარიღი,”- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა მოითხოვონ ის, რასაც მათგან ელოდება საქართველო და დანარჩენი მსოფლიო.

,,მინდა გავაფრთხილო რეჟიმი და მისი მეთაური, ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდების მიმართ დევნა-რეპრესიებს. ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება რაიმე წვლილი შეტანილი, ხოლო მიღებული კანონით, რაც ძალიან მალე მოხდება, ასეთ პირებს აეკრძალებათ სახელმწიფო საჯარო სამსახურებში მუშაობა სამუდამოდ. ამიტომ, შეწყდეს ყველა ადმინისტრაციული და სხვა კეტეგორიის საქმე ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავლის იმედტა წინააღმდეგ აღძღული.

მეორე საკითხი, იმგვარი კრიზისები, როგორიც შექმნა ოლიგარქმა საქართველოში, მსოფლიო პრაქტიკით წყდება მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი, ხელახალი არჩევნების გზით. რეჟიმს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება და გამოაცხადოს ახალი არჩევნების თარიღი.

პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რომელიც არ გამოდის იქიდან არაფრით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ,  სანამ თვითონ რეჟიმი გამოაცახდებდეს ხელახალ არჩევნებს, მოითხოვეთ თქვენ ის, რასაც ელოდება ე.წ. ოპოზიცისგან საქართველო და დანარჩენი მსოფლიო,” – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები