აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ – ჯონ კირბი

,,აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ,” – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საჰაერო ხომალდები ამ საჰაერო სივრცეში წელიწადზე მეტია დაფრინავენ და ეს გაგრძელდება.

„თუ მათი გზავნილი იყო, რომ შეგვეკავებინა ან შეგვეჩერებინა ფრენა და ოპერირება შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ეს არ გამოვა. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ფრენა და ოპერირება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლებზე. შავი ზღვა არ ეკუთვნის რომელიმე ქვეყანას” – განაცხადა კირბიმ.

 

შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

მსგავსი თემები