თებერვალში ყველაზე მეტი თანხა – 198.34 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან გადმორიცხეს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 985.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 103.0 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი თანხა – 198.34 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის იტალია 38.88 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ –  30.45 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 17.37 მლნ აშშ დოლარით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია

მსგავსი თემები