„რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აქციის მონაწილეები თავიანთი ბნელი მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

„როდესაც ადამიანებს ართმევ უფლებას, არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნისკენ მოუწოდებს რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური აფიორითაა დაკავებული.

„ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც იყო წინა დღეებში, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ. პროტესტი ყოფილა ყველგან, ევროპაში. პროტესტის წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისე, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ეს არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა. ამას ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარეს.

რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს,  ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც წინა დღეებში იყო, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ“ – აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები