,,ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს იყენებს”- შალვა პაპუაშვილი

,,ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებს უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ.

„შემაშფოთებელია, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვხედავთ მცდელობას, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს – ცდილობს, პროპაგანდისტულად ერთმანეთისგან გამიჯნოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ზუსტად ასეთი რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ძალიან სახიფათო გზაა და ძალიან არადემოკრატიული, არაევროპულია. ეს არის პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი იყენებს მისთვის არასასურველი ქვეყნების თუ ხელისუფლებების მიმართ. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ამ რუსულ ნარატივს თავი დაანებოს“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველ არხს.

მსგავსი თემები