გერმანია ნატო-ს გაფართოების მომხრეა

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უნდა გაფართოვდეს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი სურვილია, რომ ორივე (შვედეთი და ფინეთი) ძალიან სწრაფად გახდეს ალიანსის  წევრი. ჩვენ მათ შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა, რომ არსებული პროცესი  სწრაფად განვითარდეს. ჩვენი მიზანი და სურვილია, ეს სწრაფად განხორციელდეს და შვედეთი ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. ეს კარგია  ნატო-სა და ჩვენი ალიანსისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის“ –  განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები