,,კრემლი საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ მოგზაურობას უკრძალავს, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ”- ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრემლი რუს საჯარო ოფიციალურ პირებსა და მოხელეებს საზღვარგარეთ მოგზაურობაზე სულ უფრო მკაცრ შეზღუდვებს უწესებს.

შეზღუდვის მიზეზი არის ის, რომ მაღალჩინოსნები  ქვეყნიდან არ გაიქცნენ.

,,ძალაუფლების ცენტრთან ახლოს თანამშრომლებს უფრო მკაცრი შეზღუდვები ეხებათ. კრემლის ოფიციალურ პირებს აკრძალული აქვთ დასვენების მიზნით საზღვარგარეთ მოგზაურობა” – ნათქვამია  განცხადებაში.

დაზვერვის ცნობით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთში შიდა უსაფრთხოების რეგულაციები კიდევ გამკაცრდეს და მოგზაურობაზე შეზღუდვები გავრცელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების უფრო ფართო სპექტრზე.

მსგავსი თემები