,,ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ, სამწუხაროდ, ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს”- პაპუაშვილი

,,ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციებზე უმრავლესობა დიდწილად მარტო მუშაობს.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერი“, – განუცხადა პაპუაშვილმა პირველ არხს.

მსგავსი თემები