ძლიერი წვიმის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, სახლები და საავადმყოფოები დაიტბორა.
ადიამანის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაკარგულია ოთხი ადამიანი.
თურქული მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა. ათასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა.
შანლიურფაში ყველა სკოლა დაკეტილია, ჩაიკეტა ავტომაგისტრალიც.