ევროკომისია გვაფრთხილებს, რომ 12 პუნქტის შესრულების გარეშე კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ

„ქართული ოცნების“  წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ არის მზადყოფნა რეკომენდაციების შესრულებაზე. ეს არის ჩვენი კონსულტაციების ძალიან იმედისმომცემი დასასრული“, – აცხადებს ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კატერინა მატერნოვა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 12 პუნქტის შესრულება აუცილებელი წინაპირობაა.

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე. საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯების გადადგმა, რათა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი, არამედ საქმე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის და, ამ შემთხვევაში, 12 პუნქტის შესასრულებლად გაერთიანების უნარს. ეს არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე. ამისთვის საპარლამენტო პარტიებმა უნდა იმუშაონ ერთად“, – აღნიშნა კატერინა მატერნოვამ მედიასთან.

მსგავსი თემები