ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად, დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა.
12 მარტს ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. დაშავებული მეორე ბავშვი კი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.