ბათუმში, ბატუტზე დაშავებული ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ბულვარში, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა ოჯახმა სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა. ,,ერთი შვილი მოუკვდა მეორე თურქეთში წაიყვანა რომ სიკვდილის გამოგლიჯოს კლანჭებიდან…. დედა კი გათიშული ყავთ ბათუმში გლოვის ზარია დღეს,”- წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, შემთხვევა 12 მარტს მოხდა,  ბატუტი ძლიერმა ქარმა ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად იქ მყოფი ერთი ბავში გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ბათუმში, ბულვარში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მეტი...

ბაშარ ალ-ასადი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ასადი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ,,პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი 14 მარტს საღამოს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, – ნათქვამია განცხადებაში. კრემლის ინფორმაციით, პუტინსა და ალ-ასადს შორის მოლაპარაკებები დღეს, 15 მარტს არის დაგეგმილი.

მეტი...

დღეს “რამშტაინის” ფორმატში უკრაინის საკითხზე მორიგი შეხვედრა გაიმართება

უკრაინის პარტნიორები დღეს „რამშტაინის ფორმატში“ მორიგ შეხვედრას გამართავენ.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 14 მარტს  ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა. რეზნიკოვის თქმით, მათ ერთად მოინახულეს მიკოლაევისა და ოდესის ოლქები. მისივე ცნობით,  შეხვედრაზე განხილული იყო „რამშტაინის ფორმატის“ მოლაპარაკებების დღის წესრიგის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. „რამშტაინის ფორმატში“ მორიგი შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში გაიმართება.

მეტი...

,,ასეთი პროვოკაციებით შეიძლება ისეთი დიდი ცეცხლი დაინთოს”- ”უცნობი” ევროკავშირის დროშის დაწვაზე

”უცნობი” (გია გაჩეჩილაძე) ალტ-ინფოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოგდებას და დაწვას ეხმიანება. მისი თქმით, ასეთი პროვოკაციებით შეიძლება დიდი ცეცხლი დაინთოს. ,,ასეთი პროვოკაციებით შეიძლება ისეთი დიდი ცეცხლი დაინთოს, ის ცეცხლი… და თუ მაინცდამაინც გვინდა, დავაწესოთ ერთი დღე – ”პარლამენტში შეჭრის დღედ საქართველოში“, ან კიდევ “სპეცრაზმელის ”მოლოტოვის” კოქტეილით დაწვის დღე“, ანდაც “პარლამენტზე ალყის შემორტყმის დღე“.. გვეყოფა, გვეყოფა ქართველებო დაპირისპირება! საქართველოს ახლა სჭირდება დრო, რომ გაიაროს უკრაინაში, ევროპაში მიმდინარე ეს ომი“,- განაცხადა ”უცნობმა” თავის  გადაცემაში “კიდობანი“. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს – ვიდეო

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს – მედია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1 აპრილიდან იწყებს ჯარში საკონტრაქტო ჯარისკაცების ახალ რეკრუტირებას, იგეგმება 400 ათასი ადამიანის დაკომპლექტება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დეპარტამენტმა რეგიონებში გაგზავნა ბრძანებები, სადაც მითითებული იყო იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც შესაბამისი დოკუმენტები უნდა გაფორმდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი „მასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია” 1 აპრილს დაიწყება – საგაზაფხულო გაწვევის დაწყებასთან ერთად. თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 ათასი ადამიანი უნდა შევიდეს სამსახურში, ხოლო პერმის მხარეში 9 ათასი. მედიის ცნობით, შემოწმების დროს მოქალაქეებს შესთავაზებენ უკრაინაში საბრძოლველად წასვლას საკუთარი ნებით.

მეტი...

,,აშშ და მისი “სატელიტები” მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან დაძაბულობის კერების შესაქმნელად მუშაობენ” – გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, “აშშ და მისი სატელიტები ცდილობენ, მოლდოვასა და საქართველოში შექმნან დაძაბულობის კერები რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის”. მისი თქმით, ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების “ნეოკოლონიურ დამოკიდებულებას” ასახავს. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე ვღელავთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას ვითარებით, რადგან ეს არის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს მათ რა გააკეთონ რა არა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი სატელიტებით მუშაობს ჩვენს საზღვრებთან უფრო და უფრო მეტი დაძაბულობის კერების შესაქმნელად და ცდილობს მოაწყოს რაიმე სახის…

მეტი...

,,დატოვეთ  არალეგიტიმური პარლამენტი”- დავით ჭიჭინაძე ოპოზიციას

„საპარლამენტო „ოპოზიციას“ მინდა ვკითხო: ღარიბაშვილი- კობახიძეების მსგავსი განცხადებების შემდეგ,  რა მორალი გაძლევთ ისევ პარლამენტში ჯდომის და მათ გვერდით მუშაობის საშუალებას?!“ – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „ახლა მაინც რომ შელეოდით თქვენს კომფორტის ზონას,  ახლა მაინც რომ გამოსულიყავით პარლამენტიდან  და  გარეთ,  ხალხის გვერდით დამდგარიყავით რეალურად, „ოცნების“ ლიდერები ვერც სტუდენტებზე დამუქრებას გაბედავდნენ და ვეღარც რეპრესიების დაანონსებას! მოკლედ, თუ მართლა რამის შეცვლა გვინდა, თუ  ხალხს უწევთ ანგარიშს, დატოვეთ  არალეგიტიმური პარლამენტი და იმ 12 პუნქტის მიღებაც ქუჩიდან ვაიძულოთ! რეფერენდუმი მოვითხოვოთ, ადამიანებმა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება რომ დაიბრუნონ და საყოველთაო ელექტრონული არჩევნების უფლება მოვიპოვოთ,…

მეტი...

,,ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში – ისინი არ კარგავენ ძალას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია. ,,ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია. უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში – ისინი არ კარგავენ ძალას, ისინი იბრძვიან, ისინი არ ეძებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა, ახლა ადგილზე ქმედებების დროა”- ოლივერ ვარჰეი

„ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს. მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა. ახლა მოქმედების დროა,”- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, ახლა რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგარძელდეს. „გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „საქმიანი ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. სააგენტოს უფროსი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი „საქმიანი ეზოების“ მუშაობას ეტაპობრივად ეცნობა. „საქმიან ეზოში“ შესაძლებელია ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებული წესით მიღება. ხე-ტყის ორგანიზებული დამზადება, რაც ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი მხრივ, მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 39 „საქმინი ეზო“, მათ შორის,…

მეტი...

რუსებმა კურახოვო დაბომბეს – დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო დაბომბეს. იერიშის შედეგად დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა. ,,რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანებულია 8 მაღალსართულიანი კორპუსი და სატრანსფორმატორო ქვესადგური”,- წერს დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო. დონეცკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფრომაციით, ქალაქის ნახევრი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  

მეტი...

მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აეკრძალა

კრემლის პროპაგანდირს მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აეკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა. ფაშინიანის თქმით, ასეთმა ადამიანებმა პატივი უნდა სცენ სომხეთსა და მისი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. ,,სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ელოდებოდეს მის მიმართ პატივისცემას. სომხეთს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვების შემთხვევაში”, – განაცხადა ფაშინიანმა.  

მეტი...

შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. მისი თქმით, აშშ-ის ინტერესებში არ არის რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანებული სადაზვერვო უპილოტო აპარატი სხვამ ჩაიგდოს ხელში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ  უპილოტო საფრენი აპარატი მისივე მკვეთრი მანევრირების შედეგად ჩამოვარდა. ცნობისთვის, შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს გუშინ შეეჯახა.

მეტი...

,,შეშფოთებულები  ვართ  პარტია “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით”- “ევროპის სახალხო პარტია” 

“ევროპის სახალხო პარტია” შეშფოთებულია “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ, ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით. ამის შესახებ განცხადებას  პარტიას სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” აქვეყნებს. ,,ჩვენ შეშფოთებულები  ვართ  პარტია “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს! – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებით: ,,საქართველოს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის ერთადერთი “რადიკალური ძალა” და “სიცრუის მანქანა”.  

მეტი...

,,შეუძლებელია, ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით”- ვიოლა ფონ კრამონი

,,საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარი ხალხის ნებას, შეუერთდნენ ევროკავშირს, მაგრამ მათ წინ აღუდგა ქვეყნის მოსახლეობა,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ,,შეუძლებელია, ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით. როგორც ნახეთ, მთავრობამ  ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ დააყენა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ქუჩაში გაიტანა საკუთარი პროტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას”,- განაცხადა კრამონმა.

მეტი...

,,უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის”- ევტოპარლამენტარი

,,ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი მკაფიოა – უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირების თავდასხმები ზელენსკიზე არის იმედგამაცრუებელი და მიუღებელი. „პირველი, ჩვენ ევროპარლამენტში ვიცით და პატივს ვცემთ უფრო მჭიდრო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს. თქვენ იყავით ძალიან მკაფიოები და თანმიმდევრულები, როდესაც გამოხატავდით თქვენს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, მხარს გიჭერთ ევროპულ გზაზე; მეორე, ჩვენ არასდროს, გავიმეორებ, არასდროს ჩაგითრევთ რომელიმე ომში. გვახსოვს 2008 წლის ომი და ადამიანების დაკარგული სიცოცხლე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას, ყოველთვის დავუჭერთ…

მეტი...

ევროპარლამენტარი ირაკლი ღარიბაშვილის კრემლის პროპაგანდაში ადანაშაულებს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს პროპაგანდას ახორციელებს. აღნიშნული განცხადება კუბლიუსმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება. ვციტირებ: „ჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს, ევროპარლამენტარები არიან კორუფციულ სკანდალში გახვეულები, მათი მიზანი იყო საქართველოს ჩათრევა ომში და მისი უკრაინასთან ერთად განადგურება“. კრემლს უნდა შურდეს მსგავსი  პროპაგანდის. ამას არ მივყავართ კანდიდატის სტატუსამდე, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში.  

მეტი...

„საქართველოს აქვს პრობლემა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში და ამ პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ  ქართველებს ევროკავშირის წევრობა სურთ, თუმცა, ამ მიზნის მიღწევაში ხელის შემშლელი ბიძინა ივანიშვილია. „ძალიან სურთ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ საქართველოს ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში აქვს პრობლემა და ამ  პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი“ – განაცხადა  ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში. მან ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილის „დამსახურებით“ არიან ისინი ციხეში. „სწორედ ამიტომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში და სწორედ ამიტომ გავხდით უცხოელი აგენტების შესახებ ისტორიის თვითმხილველები. უცხოელი აგენტის კანონის ინიციატივა იყო საქართველოს მთავრობის მიერ განზრახ…

მეტი...

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოს მთავრობის არაევროპულ არჩევანზე საუბრობს. როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოზე საუბრისას მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, მართალია ე.წ. აგენტების კანონი გაწვეულია, თუმცა, მმართველი გუნდის რიტორიკა ევროინტეგრაციისკენ არ არის მიმართული. „საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე იმდენად მაღალია, ჩვენთვის საკმაოდ მარტივი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა. ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ  შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი. ისინიც კი, ვისაც ძალაუფლება აქვთ, ყოველთვის გრძნობენ, რომ უნდა ისაუბრონ ამ მისწრაფებაზე, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.  საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი,…

მეტი...