„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს აუქციონი“ – ელმავალმშენებელ ქარხნასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელმავალმშენებელ ქარხანათან დაკავშირებით,  შპს თბილისი ტრანსფერის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.  სასამართლომ  შპს „თბილისი ტრანსფერის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიასა და Loko Trans Company LTD (ლოკო ტრანს კომპანის) შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში დაარეგისტრირა.

გადაწყვეტილების შედეგად შპს თბილის ტრანსფერი გახდა სს ელმავალმშენებლის აქციათა 87% მესაკუთრე.

როგორც კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა, „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, კომპანია  ელმავალმშენებელი ქარხნის  ქონების გასხვისების აუქციონის შედეგების გადაუქმებლად სს დავას იწყებს.

„შპს თბილისი ტრანსფერი გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს სს ელმავალმშენებელს ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, ასევე გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები. შპს თბილისი ტრანსფერი მოუწოდებს სს საქართველოს ბანკს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და პოტენციურ ინვესტორებს, არ ჩაერთონ სავარაუდო დანაშაულებრივ და უკანონო გარიგებებში. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს აუქციონი“ – აცხადებს ირაკლი ჭითანავა.

რაც შეეხება პრობლემას, შეგახსენებთ რომ ელმავალმშენებელ ქარხანას  ქართველი შპს „თბილისი ტრანსფერის“ სახით ინვესტორი გამოუჩნდა, რომელიც მზად იყო, ქარხანა აემუშავებინა, პროფილი შეენარჩუნებინა და ელმავლების წარმოება დაეწყო. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ქარხანა აუქციონზე აღმოჩნდა.  როგორც კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფიძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა აცხადებს, მზად არის, ქარხანა ფეხზე დააყენოს, თუმცა, ქარხანა აუქციონზე გაიტანეს. ამჯერად დავა აუქციონის შეჩერებას ეხება. არსებობს ეჭვი, რომ აუქციონზე გატანის შემთხვევაში ქარხნის ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა.

ინვესტორი სახელმწიფოს სთავაზობს, ელმავალმშენებელი ქარხანა თავად შეიძინოს, რომ ის არ განადგურდეს

მსგავსი თემები