,,არც იმას გამოვრიცხავ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს”- ხატია დეკანოიძე

,,ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან გახმოვანებული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან მათ უთხრეს, რომ არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს,”-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„ღიად და გულწრფელად ვამბობ, რომ ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ არ გვაპატიებენ 12 რეკომენდაციის ჩაგდებას და სასიცოცხლო გამოწვევები რომ არ გადავლახოთ, რაც არის სასამართლოს რეფორმა, ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს, მედიამენეჯერი უნდა გამოვუშვათ. გეოპოლიტიკურ და საქართველოს მოქალაქეების დამსახურების ჭრილში თუ იქნება სტატუსი, შესაძლებელია და ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, კონკრეტულ მოთხოვნებს თუ არ შეასრულებს, კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ ვერ მიიღოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები