9 ქვეყანა უკრაინისთვის ლეოპარდ-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

,,ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად.

ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს მიაწვდის”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მსგავსი თემები