ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა. „საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო. „ოფიციალურად გაიხსნა საშობაო სოფელი. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. სასიამოვნო გარემო და განწყობაა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას. დღეიდან 14 იანვრამდე, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ…

მეტი...

„სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს, ამ თხოვნით უკრაინის პრეზიდენტს მივმართავთ” – ნონა მამულაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს. მისივე თქმით, ამ თხოვნით, უკრაინის პრეზიდენტს მივმართავენ და უახლოეს მომავალში აქტიურ შეხვედრებს დაიწყებენ. „დღეს უკვე ყველა, ვისაც თვალები გვაქვს და ინფორმაციის გადამუშავება შეგვიძლია, ვხვდებით, რომ გადავიქეცით რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ, რუსეთის უკანა ეზოდ. ქვეყნად, სადაც ქართული სახელისა და გვარის მქონე რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოძმე უკრაინის პრეზიდენტის, თავისუფალი სამყაროს მორალური ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას დასცინიან და აქილიკებენ. ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის, მთავარი მტერი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა…

მეტი...

„ნიკა გვარამიას ბრალდებებთან კითხვები დასაწყისიდანვე იყო და რჩება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნიკა გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვები დასაწყისშივე იყო და ახლაც რჩება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე. „ნიკა გვარამიას ბრალდებებთან და დროსთან დაკავშირებით აშკარა კითხვები დასაწყისიდანვე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს გადაიჭრა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გზით, განსაკუთრებით, როცა საქმე ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ეხება. ასეთი იყო ჩვენი კომენტარები დასაწყისიდანავე და მაშინაც, როცა განაჩენი გამოუტანეს. როგორც ჩანს, სასჯელი არაპროპორციულად მკაცრი იყო, ბრალდებებთან მიმართებაშიც კი. ვფიქრობ, ეს კითხვები რჩება და ამ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიასივრცე შევიწროვდა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს…

მეტი...

ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ავრცელებენ. გიორგი ტურაზაშვილი არაერთ გახმაურებულ საქმეში დაცვის მხარის ინტერესებს წარმოადგენდა. 2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ გიორგი ტურაზაშვილი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია.  2017-2021 წლებში იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი.  გიორგი ტურაზაშვილი ეწეოდა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეული იქნა საგანმანათლებლო საბჭოს წევრად. იყო ტრენერი, ლექტორი და კონსულტანტი სისხლის სამართლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების, იურიდიული ეთიკის, სამართლებრივი მართლწერისა და ბავშვთა მართლმსაჯულების კომპეტენციით.…

მეტი...

„მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს მინდა, ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება” – თეა წულუკიანი

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს მინდა, ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა. თეა წულუკიანის თქმით, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული. „მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ და მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და…

მეტი...

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს” – კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე [სასამართლო] პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ასევე მნიშვნელოვანია და მთავრობის ვალდებულებაა, რომ მან უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ, რომ მთავრობის ვალდებულებაა სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე, ამიტომ იგი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და არ იყოს რამე შეყოვნება“, – განაცხადა…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს, პირველად დაფინანსდა სპინალური კუნთოვანი ატროფიის, ასევე გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ხარჯები. 2023 წელს, პროგრამა ფართოვდება და ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას იწყებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ იშვიათ დაავადებას წარმოადგენს აქონდროპლაზია, რომლის სამკურნალო პრეპარატის „ვოქსზოგოს“ (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) ეფექტურობის შესახებ კვლევები დასრულებული არ არის. მედიკამენტმა, ავტორიზაცია, 2021 წელს, დაჩქარებული წესით მიიღო. ამ ეტაპზე, ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგენილია აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების ზრდის ეფექტურობის სტიმულირება. თუმცა, ამავე…

მეტი...

„ჩათვალა, რომ ზურგში დანის ჩარტყმის მომენტი სწორედ ახლაა” – ლევან ნიკოლაიშვილი გიორგი გახარიაზე

“მისი კვლავ გამოჩენა, უფრო მეტ ეჭვს აჩენს იმაზე, რომ გახარია, დაგვიანებული თუ შტატგარეშე მიშისტი, ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ კი ხელისუფლებაში საკმაოდ ოსტატურად შემოიპარა, თუმცა რეალურად პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრებას ვერანაირი გაქნილობით და ოსტატობით ვერ ახერხებს”, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც ნიკოლეიშვილი გახარიაზე წერს, როგორც ჩანს, ჩათვალა, ზურგში დანის ჩაცემის მომენტი სწორედ ახლაა. “მაზაკვალი გახარიას ახლა გამოჩენა, მრავლისმეტყველი იქნებოდა, რამეს რომ წარმოადგენდეს ქართულ, გნებავთ ზოგად პოლიტიკაში. თუმცა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, და აქ ცხადია მისი მოღალატეობრივი ბუნება იგულისხმება, როგორც ჩანს ჩათვალა ზურგში დანის ჩაცემის მომენტი სწორედ ახლაა. ვოზდუხა გახარია…

მეტი...

„საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს” – ალექსეი არესტოვიჩი

სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი არ ფიქრობენ ან თავის თავს ფიქრის საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილი თუ ციხეში დაიღუპება, ყველა იტყვის, რომ ის მოკლეს. ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის ძლიერი ფაქტორი გახდება, პროვოკაციების, მასობრივი არეულობების, რევოლუციების და ა.შ. ჩათვლით, თუნდაც ასე არ იყოს, არჩევნებზე ითამაშებს როლს. ჩნდება კითხვა, ვისი ეშინიათ მათ? პასუხი ძალიან მარტივია: მისი, ვის შიშსაც სომხეთიც მალე შეწყვეტს ან უკვე შეწყვიტა“, – თქვა ალექსეი არესტოვიჩმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების მეოთხედი ოკუპირებულია და რუსეთმა საქართველოს უზარმაზარი უბედურება…

მეტი...

„ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში” – ჯოზეფ ბორელი

ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, თეირანისთვის ცნობილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ. „ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს თითქოს ამ ომში არავის მხარეს არ დგება“, – განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე დააყენა და იგი „მტკიცედ უარყოფდა, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის და ამტკიცებდა, რომ ასეთ…

მეტი...

გორის გვირაბთან მანქანა დაიწვა

გორის გვირაბთან მანქანა დაიწვა. მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ავტომობილში მყოფებმა გადმოსვლა მოასწრეს. ცეცხლი უკვე ჩამქრალია, თუმცა გარკვეული დროით, მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.

მეტი...

„კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყებასთან, არესტოვიჩის განცხადება ოფიციალური პირის განცხადება არ არის? თუ ასე არ მიიჩნევენ, მაშინ გაემიჯნონ” – ნიკოლოზ სამხარაძე

დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს. „ზუსტად ორი დღის წინ ვისაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე და ვთქვი, რომ კარგი განცხადება იყო, მაგრამ რა უნდა გვექნა, არისტოვიჩის, პოდოლიაკის და დანილოვის განცხადებებისთვის. არისტოვიჩმა არ დააყოვნა და კიდევ ერთი განცხადება გამოაცხო. დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, თუმცა კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყების მიმართ – რას აკეთებენ ისინი, თვლიან, რომ ეს არის ოფიციალური პირის განცხადება თუ…

მეტი...

კაცს, რომელმაც ძმის ცოლი მოკლა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, კასპის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბრალდებულმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან ძმის მეუღლეს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

,,რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია. მისი თქმით, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ“. „დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი – დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ“,- განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

მეტი...

3 გარდაცვლილი და 4 დაჭრილი – პარიზში კაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა

პარიზის ცენტრალურ უბანში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია. მედიის ინფორმაციით, 69 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ან სამიზნე ჯერჯერობით გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა. შემთხვევა ქურთების კულტურულ ცენტრთან ახლოს მოხდა.  

მეტი...

,,ბიძინას თუ ჰგონია, რომ ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება”- გიორგი გახარია

,,ბიძინას თუ ჰგონია, რომ ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება,”- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, პასუხისმგებლობები და სასჯელიც,  პერსონალიზებული იქნება. „დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ მე გპირდებით ამას, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა – ეს არსად გაქრება. ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს და დღეს წყდება ბედი, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ქვეყანამ დაუშვა. და იმის მაგივრად, რომ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 65-ე სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს. ასევე განიხილეს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს როგორც სექტორული, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მხრიდან შეთანხმების…

მეტი...

,,საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს. მისი თქმით, მიხელ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება. „ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) მოკლეს. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ.“, – აცხადებს არესტოვიჩი. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, –  „ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია: ის, ვის მიმართ შიშსაც სომხეთი მალე შეწყვეტს (ან უკვე აღარ ეშინია)“.

მეტი...

,,უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან გაიმარჯვოს”- იენს სტოლტენბერგი

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა სამხედრო ძალებს საშუალება მისცეს, გადაჯგუფდნენ, ხელახლა შეიარაღდნენ, რომ შეტევა განაახლონ. „ომი სწორედ პუტინმა დაიწყო. მას შეუძლია, ომი დღესვე დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ის ახლა არ აჩვენებს ნიშანს, რომ ეძებს ნამდვილ მშვიდობას. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება და ზელენსკიმ თავისი სამშვიდობო გეგმა ჩამოაყალიბა. არ უნდა დაგვავიწყდეს, ის, რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა,…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია”- დიმიტრი ხუნდაძე

,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია – ის არის შეპყრობილი ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, პასუხები სჭირდება კითხვებს, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, სააკაშვილი გათავისუფლდეს, ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვით ხომ არ არის განპირობებული. „თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას. მსგავსი სახის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო. იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს…

მეტი...

,,თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენს ვეღარ გაუძლებს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი კმაყოფილია გუშინდელია სასამართლო პროცესით. ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესების დაჩქარების თხოვნით, ის დღეს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავს. “გუშინდელი პროცესის კმაყოფილია. ჩართვა ვეღარ გავაგრძელე იმიტომ, რომ ძალიან ცუდად შევიქენიო. უკმაყოფილოა იმითი, რომ 29-ში გადაიდო პროცესი და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენს ვეღარ გაუძლებს და იქნებ რაიმე ზომები მივიღოთ. მე ახლა მივდივარ საქალაქო სასამართლოში და ჩავაბარებ განცხადებას, სადაც აღვნიშნავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაჩქარდეს სასამართლო პროცესი”,- აღნიშნავს შალვა ხაჭაპურიძე. 

მეტი...

,,გადაგამტვრევ გოგო მუხლებში”…”ნუ იჭიმები თუ ძმა ხარ ბაყაყივით”- ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ნადირაშვილი, ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. “გადაგამტვრევ გოგო მუხლებში” – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ნინო ნადირაშვილმა, თავისივე კოლეგას “ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილს. დაპირისპირება იყო  ეროდი გორდელაძესა და დავით მჟავანაძეს შორის. “ხალხის ძალის” წევრმა გორდელაძემ მჟავანაძეს “ბაყაყი” უწოდა:”ნუ იჭიმები თუ ძმა ხარ ბაყაყივით”. ხმაური სხდომაზე მას შემდგე დაიწყო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ამ ფაქტს ”ქართული…

მეტი...

მკვლელობა ჯავის ქუჩაზე – მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი

მკვლელობა ჯავის ქუჩაზე – მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან, ველოსიპედით გადაადგილების დროს, ქუჩაში ესროლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელი მოკლულის მეზობელია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე  სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მეტი...

სემეკის გადაწყვეტილებით ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც. „დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა დავით…

მეტი...

,,სააკაშვილს ოთხი კედელი და საქართველოს ჰაერი სწყენს”- ვლადიმერ ბოჟაძე

ძვირფასო კოლეგებო, მე თქვენს ნაცვლად სასაუბრო ლექსიკონიდან სიტყვებს – ციხე, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი და ა.შ. საერთოდ ამოვიღებდი, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თბილისის საკრებულოს სხდომაზე. „იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, საქართველოს ხელისუფლებას რას ედავებით? თმა რომ აქვს დასავარცხნი მიხეილ სააკაშვილს, თუ წვერი რომ აქვს გასაპარსი? კანონიდან გამომდინარე, დაასახელეთ, პატიმარს დიაგნოზში რა უწერია რაც ითვალისწინებს მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თხუთმეტთვიანი პატიმრობიდან ნახევარი მოხდილი აქვს ორ ოთახიან „ლუქსში“ და ის დღეს ყველაზე ძვირადღირებული…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე – კუპრავამ კობახიძეს ”წვერგაპარსული ნაძირალა” უწოდა

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზში ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულებით ბანერი გაშალეს, წარწერით – Free Misha. „ამის უფლებას არ აძლევს „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ არანაკლებ სამარცხვინო იყო ის გამოხმაურებები, რომლებიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განსაკუთრებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელიც აპელირებდა და ამბობდა, რომ თურმე 70 კილოგრამიანი ადამიანი სიმულირებს და წვერზე, მის გაპარსულობაზე და გაუპარსაობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს წვერგაპარსული ნაძირალა ნამდვილად…“ – განაცხადა კუპრავამ.

მეტი...

,,რამ აიძულა შალვა ხაჭაპურიძე, რომ ამ კონტექსტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა, თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ”- ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ წინასწარ მოამზადა არგუმენტები, რითიც უნდა დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ სამი საექსპერტო სტრუქტურის მონაწილეობით ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება არასწორი იქნებოდა. მისი თქმით, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებების გაკვირვებული და გამოგნებულია. „ბატონი შალვა ალბათ მოემზადა, რადგან პასუხები ჰქონდა უკვე წინასწარ გამზადებული იმ თვალთახედვით, რა არგუმენტებით უნდა განეხორციელებინა სასამართლო დარბაზში მოსამართლის დარწმუნება, რომ ჩვენი საექსპერტო დაწესებულებების და სამხარაულის სტრუქტურის ერთობლივი მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარება იქნება არასწორი, არაობიექტური, მთელი რიგი გარემოებების გამო. ბატონი შალვა გადაწვდა როგორც ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს თავისი არგუმენტებით, გადაწვდა შემდეგ ერთ-ერთ საექსპერტო სტრუქტურას ქალბატონი მარიკა ტოკლიკიშვილის…

მეტი...

უბედური შემთხვევა თბილისში – ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თემქაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს ქალის ყვირილი შემოესმათ, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ქალი გარდაცვლილი ბიჭის დედა იყო. ჯერჯერობით უცნობია , რა გახდა ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი.  

მეტი...

პატარძეულთან ახლოს, ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, Block Energy-მ, რომელიც პატარძეულის, ნორიოს და საცხენისის საბადოებზე ნავთობს და ბუნებრივ აირს მოიპოვებს, პატარძეულთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა. Block Energy-ის ინფორმაციით, ნავთობი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში ნახეს. აღნიშნული საბადო კომპანიამ 2020 წელს შეიძინა. 1975 წლიდან 1985 წლამდე საბადო 98 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.

მეტი...

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ ამერიკაში გაყალბდა დასკვნა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის შესახებ”- ”ხალხის ძალა”

,,არაჟნის კონტეინერით საქართველოში უკანონოდ შემოპარული ექსპრეზიდენტი CNN-ზე პუტინის პირად პატიმრად გაასაღეს, ხოლო საავადმყოფოში სრულ კომფორტში მყოფი პატიმარი წამებულად გამოიყვანეს,”-  ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატების განცხადებით, კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის გარშემო და რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი, რომელსაც სააკაშვილის განთავისუფლება ემსახურება. „მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია – „ფრი მიშა“ წამოიწყეს. ამ სპეცოპერაციასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც პირველს ჰქონდა. სპეცოპერაციის ავტორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც აგონიაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება, მინელებული პოლარიზაციის ხელახლა გაღვივება, ქვეყანაში ვითარების…

მეტი...

ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – ”ნაციონალური მოძრაობის” წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ნადირაშვილი, ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ხმაური სხდომაზე მას შემდგე დაიწყო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ამ ფაქტს ”ქართული ოცნების” დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. საბოლოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება” – ანა ფოტიგა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ”ტვიტერზე” წერს. „მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება“, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

„ომის პარტიის“ რიგითი აგენტის გადასარჩენად ამერიკული სპეცოპერაცია კულმინაციას აღწევს”- ”ხალხის ძალა”

,,გლობალური „ომის პარტიის“ რიგითი აგენტის გადასარჩენად ამერიკული სპეცოპერაცია კულმინაციას აღწევს, მასში ჩართული არიან ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები,” – ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატების განცხადებით, ”მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია – „ფრი მიშა“ წამოიწყეს”. ,,გუშინ მაკკეინის ინსტიტუტმა შემოიტანა ახალი ფეიკი, რაც მანამდე არავის გაუბედავს. კერძოდ, ინსტიტუტმა სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაშიც კი შეიტანა ეჭვი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა, მის მიერ გირგვლიანი მკვლელების შეწყალება და გელაშვილის წამების შეკვეთა იმდენად ცხადი დანაშაულებია, რომ აქამდე სააკაშვილის პატიმრობის უკანონობაზე…

მეტი...

,,პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“, გააკეთეთ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი”- გიორგი ვაშაძე

,,პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკეთეთ შტაბი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის, რომელ შტაბშიც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობა. „ქვეყნის შიგნით გვჭირდება დიდი ერთიანობა, პირდაპირ და ცალსახად ვამბობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გადამწყვეტი როლი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ და გვითხრან, რას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა კონკრეტული ქმედებები, რომლებშიც ჩვენ ვიქნებით ერთიანი. პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკეთეთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, სადაც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ, რას ველოდებით, რას ელოდებიან, რატომ არ არის ეს ინიციატივები. აუცილებელია,…

მეტი...

,,ჩემთვის არსებობს ავადმყოფი შვილი, რომელიც მინდა, როგორმე გადავარჩინო”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის შეწყალების საკითხი პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს. მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია სააკაშვილზე. „უკრაინა ძალიან გააქტიურდა. უკრაინულ არხზე იყო სიუჟეტი ჩემს შვილზე. ესე იგი, მთელი მსოფლიოს ყურადღება არის ჩემს შვილზე. უკრაინულ ენაზე უნდოდა მიემართა თავისი თანამოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ჩემი შვილი დღეს არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობა მას არ აქვს. იმის მეოთხედი არ გაუკეთებია უკრაინაში, რაც აქ გააკეთა, მაგრამ რა შედეგიც მივიღეთ, ხედავთ. ისინი უფასებენ და ზელენსკის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. განცხადების გარეშეც, მე ვიცი, რომ ზელენსკი მუდმივად ამაზე ფიქრობს და ზრუნავს, სხვა დანარჩენი…

მეტი...

,,იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე”- ედუარდ სააკაშვილი

,,ყველაზე მტკივნეული ჩმეთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ედუარდ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ იხილა, გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე. “მე მქონდა შესაძლებლობა რომ ის რამდენჯერმე მენახა ციხეში, როდესაც საჯაროდ არ ჩნდებოდა და ყველაზე მტკივნეული ჩმეთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა. ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა,…

მეტი...