,,რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია.

მისი თქმით, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ“.

„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი – დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ“,- განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

მსგავსი თემები