,,პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკეთეთ შტაბი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის, რომელ შტაბშიც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობა.
„ქვეყნის შიგნით გვჭირდება დიდი ერთიანობა, პირდაპირ და ცალსახად ვამბობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გადამწყვეტი როლი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ და გვითხრან, რას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა კონკრეტული ქმედებები, რომლებშიც ჩვენ ვიქნებით ერთიანი.
პირდაპირ ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკეთეთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, სადაც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ, რას ველოდებით, რას ელოდებიან, რატომ არ არის ეს ინიციატივები. აუცილებელია, რომ ეს მოხდეს. ხალხი დაიღალა, აღარ უნდა ამის მოსმენა – ჩვენ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ასე ვიზამთ, დავფიქრდებით. არა, ქმედებები უნდა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პროტესტზე, აქ არის საერთაშორისო მასშტაბით ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის შიგნით რომ ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ვებრძოლოთ იმ დეზინფორმაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს“, – განაცხადა ვაშაძემ.