ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, Block Energy-მ, რომელიც პატარძეულის, ნორიოს და საცხენისის საბადოებზე ნავთობს და ბუნებრივ აირს მოიპოვებს, პატარძეულთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა.
Block Energy-ის ინფორმაციით, ნავთობი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში ნახეს.
აღნიშნული საბადო კომპანიამ 2020 წელს შეიძინა. 1975 წლიდან 1985 წლამდე საბადო 98 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.