,,თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენს ვეღარ გაუძლებს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი კმაყოფილია გუშინდელია სასამართლო პროცესით. ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესების დაჩქარების თხოვნით, ის დღეს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავს.

“გუშინდელი პროცესის კმაყოფილია. ჩართვა ვეღარ გავაგრძელე იმიტომ, რომ ძალიან ცუდად შევიქენიო. უკმაყოფილოა იმითი, რომ 29-ში გადაიდო პროცესი და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენს ვეღარ გაუძლებს და იქნებ რაიმე ზომები მივიღოთ. მე ახლა მივდივარ საქალაქო სასამართლოში და ჩავაბარებ განცხადებას, სადაც აღვნიშნავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაჩქარდეს სასამართლო პროცესი”,- აღნიშნავს შალვა ხაჭაპურიძე. 

მსგავსი თემები