ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ნადირაშვილი, ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
“გადაგამტვრევ გოგო მუხლებში” – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ნინო ნადირაშვილმა, თავისივე კოლეგას “ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილს.
დაპირისპირება იყო ეროდი გორდელაძესა და დავით მჟავანაძეს შორის. “ხალხის ძალის” წევრმა გორდელაძემ მჟავანაძეს “ბაყაყი” უწოდა:”ნუ იჭიმები თუ ძმა ხარ ბაყაყივით”.
ხმაური სხდომაზე მას შემდგე დაიწყო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ამ ფაქტს ”ქართული ოცნების” დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.