„კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყებასთან, არესტოვიჩის განცხადება ოფიციალური პირის განცხადება არ არის? თუ ასე არ მიიჩნევენ, მაშინ გაემიჯნონ” – ნიკოლოზ სამხარაძე

დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს.

„ზუსტად ორი დღის წინ ვისაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე და ვთქვი, რომ კარგი განცხადება იყო, მაგრამ რა უნდა გვექნა, არისტოვიჩისპოდოლიაკის და დანილოვის განცხადებებისთვის. არისტოვიჩმა არ დააყოვნა და კიდევ ერთი განცხადება გამოაცხო. დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, თუმცა კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყების მიმართ – რას აკეთებენ ისინი, თვლიან, რომ ეს არის ოფიციალური პირის განცხადება თუ არ არის? თუ არ არის, მაშინ კარგი იქნება, თუ გაემიჯნებიან. თორე, არესტოვიჩის განცხადებაზე პასუხს არ ვაპირებ, რადგან აზრი არ აქვს. ამ განცხადების მიზანია ის, რომ როგორმე, ჩვენ, „ქართული ოცნება“, ქართული სახელმწიფო დააზიანონ. თუ ფიქრობენ, რომ ამით სააკაშვილს დაეხმარებიან, ძალიან ცდებიან. მგონი, მას დათვურ სამსახურს უწევენ“, – განაცხადა სამხარაძე.

მსგავსი თემები