ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ავრცელებენ.

გიორგი ტურაზაშვილი არაერთ გახმაურებულ საქმეში დაცვის მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ გიორგი ტურაზაშვილი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია. 

2017-2021 წლებში იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 
გიორგი ტურაზაშვილი ეწეოდა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეული იქნა საგანმანათლებლო საბჭოს წევრად. იყო ტრენერი, ლექტორი და კონსულტანტი სისხლის სამართლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების, იურიდიული ეთიკის, სამართლებრივი მართლწერისა და ბავშვთა მართლმსაჯულების კომპეტენციით.

2016 – 2017 წლებში არჩეული იქნა საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ეთიკის კომიტეტის წევრად.

2015 წლიდან  საქართველოში გიორგი ტურაზაშვილი არის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრძოლის მექანიზმების შესახებ მიმდინარე რეფორმის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 

2013 – 2014 წლებში კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროექტის ტრენერი: სისხლის საპროცესო სამართლის ძირითადი საკითხები.

2010 – 2012 წლებში გიორგი ტურაზაშვილი იყო „ნორვეგიის კანონის უზენაესობა საქართველოში მისიის“ სერტიფიცირებული ტრენერი – სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება.

2009 წლიდან გიორგი ტურაზაშვილი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა“ და „ამერიკის იურისტთა ასოციაციის (საქართველოს ოფისი)“ სერთიფიცირებული ტრენერი პროფესიულ უნარ ჩვევებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის, სისხლის საპროცესო სამართალი (კოდექსი, შეჯიბრებითობა, ექსპერტიზა), ადვოკატის პროფესიული ეთიკა და სამართლებრივი მართლწერა.

2009 – 2012 წლებში ადვოკატთა ასოციაციის მესამე არჩევის ეთიკის კომისიის წევრი.

2006 –2009 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და თავმჯდომარე;

2007 წლიდან იყო ადვოკატის კაბინეტის ხელმძღვანელი, ხოლო 2008, 2009 – 2014 და 2018 წლებში  გახლდათ კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი: ადვოკატის პროფესიული უნარ ჩვევების, იურიდიული ეთიკისა და ადვოკატის როლის შესახებ დისციპლინებში.

2006 წლიდან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (2005 წლიდან 2007 წლამდე საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი).

2000 წლიდან 2004 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და აწარმოებდა საადვოკატო პრაქტიკას სისხლის სამართლის სფეროში. („იურიდიული კომპანია „ტურაზაშვილი და პარტნიორები“).

გიორგი ტურაზაშვილი 1990 – 1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით.

მსგავსი თემები