,,ბიძინას თუ ჰგონია, რომ ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება”- გიორგი გახარია

,,ბიძინას თუ ჰგონია, რომ ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება,”- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, პასუხისმგებლობები და სასჯელიც,  პერსონალიზებული იქნება.

„დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ მე გპირდებით ამას, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა – ეს არსად გაქრება.

ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს და დღეს წყდება ბედი, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ქვეყანამ დაუშვა. და იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა დღეს შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა, ჩვენი დამსახურებით არაფერი არ გაჩენილა, უბრალოდ, გაჩნდა გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს საქართველოსთვის რას ნიშნავს? მოიგოს 20-30 წელი.

ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ასე სწრაფად, არ იქნებოდა.

ერთის მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, და მეორეს მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო, გვაქვს რისკი, ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული. ისტორია ამას შეაფასებს…

პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება, გაითვალისწინეთ, მე ყველას ვეუბნები ამას, ჩემ თავსაც. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება და მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება,” – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები