უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს.
მისი თქმით, მიხელ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება.
„ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) მოკლეს. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ.“, – აცხადებს არესტოვიჩი.
როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, – „ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია: ის, ვის მიმართ შიშსაც სომხეთი მალე შეწყვეტს (ან უკვე აღარ ეშინია)“.