„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს” – კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე [სასამართლო] პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ასევე მნიშვნელოვანია და მთავრობის ვალდებულებაა, რომ მან უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე.

ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ, რომ მთავრობის ვალდებულებაა სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე, ამიტომ იგი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და არ იყოს რამე შეყოვნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები